საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17571

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და გერმანიის წარმომადგენლობამ საკუთარ თავზე აიღეს შავი ზღვის სავაჭრო და საგზაო ფლოტის გემთა ხელშეუხებლობა, აგრეთვე ფოთსა და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროების ნავსადგურებს შორის რეისების მოწესრიგება. ამის გამო რუსეთის ეროვნულმა საბჭომ თავისი წარმომადგენელი ნ. ეზერსკი გაგზავნა, რომელსაც დაევალა უზრუნველეყო რუსი ლტოლვილების ფოთიდან გამგზავრების საქმე.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის ივნისში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სამინისტროს ლაბორატორიის მიმღებ კომისიაში სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის წარმომადგენლებად დანიშნა ქიმიის კათედრის ასისტენტები ა. ციციშვილი და თამარ ბებურიშვილი, რომელთაც უხელმძღვანელებდა პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პლატონ მოდებაძე ჭიათურის ქალაქისთავი იყო. 

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რკინიგზის დროებით გენერალ-გუბერნატორად, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით, დაენიშნათ ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა მენშევიკების დროს პრაპორშიკი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

სომეხ-ქართველთა კონფერენციაზე ნეიტრალური ზონის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებად დაინიშნენ: შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია დაიბადა 1899 წელს სენაკის რაიონში. პროფესიით პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მატანში მასწავლებელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში სოფელში მიწაზე მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ა. შერლინგი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მუსიკის თავისუფალი გაკვეთილების მასწავლებლად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით. მოადგილეებად კი − ნიკოლოზ ჭუმბურიძე და ძამაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი იყო ამიერკავკასიაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს ერობების წარმომადგენელთა II ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 13 ერობა, სოხუმის ოლქისა და რაჭის მაზრის დელეგატების გარდა. ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ონიაშვილი, მოადგილეებად – შიო ჭანტურიშვილი და ლეო შენგელაია, მდივნებად – დ. ჩხეიძე და მენაღარიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართულ გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე ახმეტელს თბილისის დაცვა დაავალეს. მის განკარგულებაში იყო თბილისში მყოფი მთელი შეიარაღებული ძალები – წითელი არმია და რეგულარული ჯარი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ანტონ დელფუშე რომის პაპის, ბენედიქტის, დიპლომატიური წარმომადგენელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში დ. კალანდარიშვილი თბილისის სასახლის მეთვალყურედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი კაპანაძე საბიუჯეტო-სახაზინო განყოფილების რეგისტრატორად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პ. ფაჩულია თბილისში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გენერალ ახმეტელაშვილის სიღნაღში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე პოლკოვნიკი კავკასიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლკოვნიკი დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე სიღნაღის რაზმის უფროსი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა გედევანიშვილმა თბილისის კომენდანტის მოვალეობა მაიორ ფურცელაძეს დააკისრა.