საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად განათლების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ალექსანდრე ჯანელიძე გაგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გასაგზავნ სტიპენდიატებად შეარჩია დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილი (ინგლისში) და ირაკლი ურუშაძე (საფრანგეთში).

1894

ტიპი: განათლება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში ექვსი წლის განმავლობაში სულ 111-მა მოსწავლემ ისწავლა, ხოლო კურსი – 17-მა დაასრულა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს კავკავის ქართული სკოლის კურსდამთავრებული ივანე გახოკიძე კლასიკური გიმნაზიის პირველ კლასში მიიღეს.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ბაქოს რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სამასწავლებლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1887 წელს მან პოლონეთში სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1897 წელს კი – მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტი.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა იოსების ძე თუხარელი ხარკოვის უნივერსიტეტის სასჯულმეტყველო ნაწილის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს მარიამ პირქუშაშვილმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ოთხკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს პეტრე გერმანიშვილი ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე დაიწყო სწავლა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ალექსანდრე რიკრიკაძე როსტოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 28 მარტს კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინიშვილმა 40 წლის ასაკში ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს შორეული ნაოსნობის განყოფილების პირველი თანრიგის შტურმანის დიპლომი მიიღო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძემ ხელი მოაწერა დეკრეტის პროექტს პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ექვსთვიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად 1921-1922 სასწავლო წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 პირველდაწყებითი სკოლის მეორე განყოფილება უნდა გახსნილიყო. არსებული და მომავალში გახსნილი სკოლებისათვის 600 პედაგოგის მომზადება იყო საჭირო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება. ამისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 ახალი პირველდაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება გაიხსნა.