რეგისტრირებული ფაქტები17688
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 24 ნოემბერს, დილის 4 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა სსრკ ცაკ-ის წევრი, ინგლისში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ ბორისის ძე კრასინი.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ბლიუმი საბჭოთა კავშირის ვაჭრობის სახალხო კომისარიატის სატყეო დირექტორატის უფროსი დირექტორი იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს იაკუბოვიჩი საქართველოს გზატკეცილთა სამმართველოს ავტოტრანსპორტის განყოფილების უფროსად მუშაობდა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ა. ცურინოვს საზოგადოება „ზაკავტომოტორინგის“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ალექსანდრე ჯორჯაძე ამიერკავკასიის ადგილობრივი ტრანსპორტის უფროსი ინჟინერი იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულმა ამიერკავკასიაში, ი. ბ. ჭიჭინაძემ ისაუბრა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მძიმე მრეწველობის 1934 წლის გეგმებზე.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის პირველ მაისს უნდა ამუშავებულიყო აბაშის ჰიდროელექტროსადგური და მის თავმჯდომარედ დიომიდე ქუჩულორია დაენიშნათ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 28 ნოემბერს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს კვირინგი. ამის გამო ის საბჭოთა კავშირის ცაკ-ის პრეზიდიუმმა გაათავისუფლა კავშირის მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, ხოლო მის ნაცვლად დაამტკიცა სერებროვსკი.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 18 დეკემბერს ცაკის პრეზიდიუმმა კერჟენცევი საბჭოთა კავშირის ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს გამგის პირველ მოადგილედ დანიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 17 დეკემბერს ცაკ-ის პრეზიდიუმმა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის მეორე მოადგილედ იაკობ იაკოვლევი დანიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 17 დეკემბერს ცაკ-ის პრეზიდიუმმა იანსონი დაადგინა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ.

