საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3290

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ირაკლი კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა სამხედრო სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ალექსანდრე მიხეილის ძე ქართველიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შრომის სამინისტროს კანდიდატი იპოლიტე ნარსია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად განათლების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ალექსანდრე ჯანელიძე გაგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გასაგზავნ სტიპენდიატებად შეარჩია დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილი (ინგლისში) და ირაკლი ურუშაძე (საფრანგეთში).

1894

ტიპი: განათლება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში ექვსი წლის განმავლობაში სულ 111-მა მოსწავლემ ისწავლა, ხოლო კურსი – 17-მა დაასრულა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს კავკავის ქართული სკოლის კურსდამთავრებული ივანე გახოკიძე კლასიკური გიმნაზიის პირველ კლასში მიიღეს.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ბაქოს რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სამასწავლებლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1887 წელს მან პოლონეთში სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1897 წელს კი – მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტი.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა იოსების ძე თუხარელი ხარკოვის უნივერსიტეტის სასჯულმეტყველო ნაწილის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს მარიამ პირქუშაშვილმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ოთხკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს პეტრე გერმანიშვილი ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე დაიწყო სწავლა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ალექსანდრე რიკრიკაძე როსტოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 28 მარტს კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინიშვილმა 40 წლის ასაკში ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს შორეული ნაოსნობის განყოფილების პირველი თანრიგის შტურმანის დიპლომი მიიღო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.