რეგისტრირებული ფაქტები2569
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1934
ტიპი: გარდაცვალება
1934 წელს მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაბოსლევში მცხოვრები ერ. სუხიაშვილი თევზაობის დროს დინამიტის ხელში აფეთქების შედეგად არ გარდაცვლილა, ის მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის დეკემბერში პარიზში, ემიგრაციაში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დავით გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა დაღესტნელი მაჰომედ-ალი დახადაევი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო პეტროვსკში დახვრიტეს ულუბი დანიალის ძე ბუინაკსკი და მისი ხუთი ამხანაგი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლეს გარუნ გარუნის ძე საიდოვი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ბარეულის მცხოვრებმა ნ. წულუკიძემ დამბაჩით თავი მოიკლა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 15 აპრილს თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მღვდელი მიხეილ ნასყიდაშვილი.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზუგდიდის მაზრაში ყაჩაღი სოლომონ ხვიტია მოკლეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში მცხოვრები ივანე მუშაგავა ბალკონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 ივლისს სტეფანე დანიელის ძე პორტნოვი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვის გარდაცვალებას.