საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2320

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1866

ტიპი: გარდაცვალება

1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად მოკლულ იქნა სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი კანიარი.

1866

ტიპი: გარდაცვალება

1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების დროს მოკლულ იქნა ჩინოვნიკი ჩერეპოვი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 იანვარს იუწყებიან ივანე ჩხაიძის გარდაცვალებას. გარდაცვლილს გაასვენებდნენ შაბათს, 11 იანვარს სოფელ იტრიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 24 იანვარს იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი ჭლექით გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის იანვარში გარდაიცვალა სასულიერო სასწავლებლის მოსწავლე ერმილე ურუშაძე. ბიჭს ხელში რევოლვერი ეჭირა და ტყვია შემთხვევით გაუვარდა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 31 იანვარს საბჭოს კრებაზე თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს აუწყა ლიდია პეტრეს ასული თამამშევის გარდაცვალება, რომელიც 1886 წლიდან 1897 წლამდე ქალაქის სახელოსნოს დირექტორი იყო. სახელოსნოში ქალები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებოდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მელიტონ ყენიას მამა დაიღუპა ანარქიული გამოსვლების დროს.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მოკლულ იქნა გენერალი მიხეილ პეტრეს ძე დალინი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომერი სამეურნეო საზოგადოების ორგანოს „Труды Кавказскаго Обшеста сельскаго хозяйства“. წიგნის სათაურში გამოქვეყნებულია ნეკროლოგი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანისა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 15 წლის მიხა ანჩიბაძემ, რომელიც მეტყევე გალუსტოვთან მოსამსახურედ მუშაობდა, თავი ჩამოიხრჩო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია მოსეს ძე კიკნაველიძე ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებს, რომ გარდაიცვალა მისი და სირინოზ კიკნაველიძე.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 15 თებერვალს მიხეილის საავადმყოფოში იაგორ მელქოს ძე გრიქუროვი ექიმად დასაქმდა. 22 თებერვალს კარბოლის მჟავით თავი მოიწამლა და გარდაიცვალა. პოლიციამ გამოიძია, რომ თურმე იაგორი იქამდე ღვინის სარდაფში მუშაობდა. 15 თებერვალს სარდაფის მფლობელმა წლიური ანგარიში მოითხოვა, იაგორს დააკლდა 750 მანეთი, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს. ვარაუდობენ, რომ თავიც ამ გარემოების გამო მოიკლა.

1825

ტიპი: გარდაცვალება

1825 წლის ივნისში მოკლეს გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ვასილის ძე გრეკოვი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში გარდაიცვალა დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი. მას დაკრძალავდნენ 17 ნოემბერს სოფელ ახტალაში, საგვარეულო სამარხში.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „Новое Обозрение-ში“ დაბეჭდილი ახალი ამბავი, რომ თბილისის მიხეილის სამკურნალოში ცხენის სენით ქოთოთი გარდაიცვალა ამიერკავკასიის გზის მოხელე დ. კაჟინსკი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 9 მარტს დაკრძალეს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლე კოსტა ყაზარაშვილი. დაკრძალვაზე გარდაცვლილს პატივი მიაგეს და სიტყვით გამოვიდნენ სომეხი, რუსი და ქართველი მოსწავლე-მასწავლებლები.

1888

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, 1888 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა გლეხი გიგო დუდაშვილი.

1887

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 27 იანვარს კავკავის სოფელ ხუმელაგაში მცხოვრები ქალი ფაფო ქუძიევი ნავთით დაიწვა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, პეტერბურგის გაზეთების ცნობით, გარდაიცვალა მომღერალი ანა ბიჩურინა, რომელიც საქართველში დაიბადა და თბილისის დედათა ინსტიტუტში აღიზარდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 12 თებერვალს რაჭის მაზრაში მცხოვრები გლეხის შვილი ბასილ მაისურაძე მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს პირველის მეუღლისა და მეორის დედის ქეთევან ივანეს ასული თარხან-მოურავის გარდაცვალებას.