რეგისტრირებული ფაქტები17621
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის 24 ივლისს ონიფანტე ნადირაძე დიაკვნად აკურთხეს და ვანის მთავარანგელოზის ეკლესიაში გაამწესეს.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 9 ივლისიდან 1860 წლის 31 მაისამდე ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტერს განაგებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ მას მეტად გაჭირვებია სამსახურის შოვნა. ბოლოს ამხანაგის დახმარებით დროებით უშოვნია პატარა მოხელის თანამდებობა რკინიგზის კანტორაში.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად სურდა მოწყობა, მაგრამ ეს ადგილი მიუღია მის ნაკლებწარჩინებულ ამხანაგს, რომელსაც მასზე გვიან შეუდგენია განცხადება, თუმცა გავლენიანი ბიძის წერილის გამო სწორედ ის მიუღიათ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ რკინიგზის კანტორაში მოეწყო, თუმცა სამუშაო არ მოსწონდა და იქიდან წასვლა უნდოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მესამე წელს მის კლასში აღმზრდელად მისულა ვასილ ბარნოვი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 20 აგვისტოს, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს, ნიკოლოზ ნიჟარაძე არქიმანდრიტად აკურთხეს.
1825
ტიპი: თანამდებობა
1825 წელს ნიკოლოზ ნიჟარაძე არქიეპისკოპოსმა სოფრონიოსმა ქუთაისის საკათედრო ტაძარში დიაკვნად გაგზავნა.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წელს ნიკოლოზ ნიჯარაძემ სოფელ შავრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაიწყო მოღვაწეობა.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლიდან არქიმანდრიტი ნიკოლოზ ნიჟარაძე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1835
ტიპი: თანამდებობა
1835 წლიდან ნიკოლოზ ნიჟარაძე პერიოდულად გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას ასრულებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო ეპისკოპოსი პაისი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ეპისკოპოს პაისიმდე იყო პავლე ჩუდეცკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნის-ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარე ს. გ. ვეიდენბაუმი თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს წევრად და საქმეთა მმართველად დაინიშნა.

