საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3291

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გორის, ხაშურის, ფოთის, ხონის, სოხუმის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქუთაისის პირველი, თბილისის I, II, III, IV, V, VI, VII, წმინდა ნინოს სახელობის თბილისის, ქუთაისისა და სიღნაღის ქალთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის, ქუთაისის, სოხუმისა და გაგრის რეალური სასწავლებლები საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ოსურ და აზერბაიჯანულენოვან სოფლებში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ჩაილურში, ქვემო ყანდაურაში, შიბლიანში, მელაანში, ჩალაუბანში, გურგენიანში, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდაში პირველდაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1915

ტიპი: განათლება

კონსტანტინე პეტრეს ძე დემუროვი ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ უსახსრობის გამო ერთი წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.

1915

ტიპი: განათლება

ფატი სილოვანის ასულმა ხუნდაძემ წმ. ნინოს სასწავლებელში შესვლამდე ქალთა გიმნაზიის შვიდი კლასი დაამთავრა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა დაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა სწავლა დაასრულა კიევის აკადემიაში.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოური გორის სასულიერო სასწავლებელიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს დომენტი ფირცხალავამ გორის სამასწავლებლო სემინარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით დაამთავრა.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.