რეგისტრირებული ფაქტები17621
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ხლოპონინი თბილისის მომრიგებელი სასამართლო პალატის წევრად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლეების თანაშემწეები, ლიგენზევიჩი და კ. მ. შნეიდერი თბილისისა და ზუგდიდის მომრიგებელ მოსამართლეებად დაინიშნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საბჭოს ხმოსნები ალექსანდრე ბებუთოვი, მ. ს. შესტაკოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ჩერქეზიშვილი ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავმა გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვმა ქალთა საავადმყოფოს დირექტორ ისტამანოვს საბებიო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესთავაზა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ნოემბერს სოსიკო კაბელაშვილი ცხინვალის მაზრის სოფელ ბელოთის მამასახლისად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს გურიაში, სოფ. ბახვში, ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წლის 29 მაისს იოანე იოსელიანმა მიტროპოლიტ დავითს გრიგოლ ფოფხაძის დიაკვნად კურთხევა სთხოვა.
1846
ტიპი: თანამდებობა
არქიმანდრიტი იოანე იოსელიანი ჭელიშის მონასტერს 1846 წლის 22 მაისიდან 1852 წლის დეკემბრამდე განაგებდა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს იოანე იოსელიანი სინოდის გადაწყვეტილებით გელათის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, მერე ის მღვდელმთავარი გახდა და გურიის ეპისკოპოსად დანიშნეს.
1822
ტიპი: თანამდებობა
1822 წლიდან იოანე იოსელიანი თბილისის ფერისცვალების მონასტერში ეკონომოსად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წლის 22 მაისს სვიმონ წულუკიძის გელათის მონასტერში გადაყვანის გამო არქიმანდრიტი იოანე იოსელიანი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით მეგრელთა მე-16 პოლკის პორუჩიკი დიმიტრი საგინაშვილი გენერალ პეტრე კოტლიარევსკის ქართველთა მე-14 პოლკში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევის თანაშემწე შიმანოვსკის თბილისიდან წასვლის გამო კავკასიის გამოფენის სატყეო განყოფილების გამგის თანამდებობას ტაქსატორი კარა კიშიშევი ასრულებდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს კავკასიის სამრეწველო გამოფენის ნადირობის განყოფილების გამგედ დაინიშნა ნიკოლოზე ივანეს ძე მარქაროვი, მის მოადგილედ – ა. ნ. ჯამბაკურ-ორბელიანი.
1806
ტიპი: თანამდებობა
1806 წელს ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ სვიმონ წულუკიძე იეროდიაკვნად აკურთხა, შემდეგ იგი მღვდელ-მონაზონი გახდა.

