რეგისტრირებული ფაქტები17621
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქ. თბილისის გამგეობამ საქალაქო სასწავლებელთა სამეურნეო საოჯახო ნაწილის მართვა სოლოლაკის სკოლის ზედამხედველ ფირუმოვს დაავალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქისთავმა ე. გ. ფრიდონოვმა კავკასიის გამოფენის კომისარს მისცა პირობა, რომ ადგილობრივი სოფლის მუშა-მეურნეთა საუკეთესო ექსპონატების დასაჯილდოვებელი მედლების შესაძენად ფულს შესწირავდა.
1845
ტიპი: თანამდებობა
1845 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ბრალდებისგან გათავისუფლების შემდეგ ისევ ჭელიშის მონასტრის მმართველად დანიშნეს.
1799
ტიპი: თანამდებობა
1799 წელს ჭელიშის მონასტერში ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ სვიმონ წულუკიძე ბერად აღკვეცა.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წელს სვიმონ წულუკიძე იღუმენად აკურთხეს და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1823
ტიპი: თანამდებობა
1823 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ვაკის ოლქის საეკლესიო ქონების მმართველად დანიშნეს.
1827
ტიპი: თანამდებობა
1827 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე იმერეთის საეკლესიო შემოსავლების ხაზინადრად დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა საკომერციო სასწავლებლის ახლად დანიშნული ინსპექტორი იაროსლავ სვატოვი, რომელიც იქამდე დროებით დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თბილისის მესამე მომრიგებელი სასამართლოს განყოფილების ბოქაული იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე სამსახურიდან დაითხოვეს ავადმყოფობის გამო თავისი თხოვნის თანახმად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ს. ო. გულიშამბაროვი კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის მომწყობ მთავარ კომიტეტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ი. პიტელინსკი ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკის დირექტორი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ქუთაისის სახაზინო პალატის ბუღალტერიის თანაშემწე, ტიტულოვანი მრჩეველი ბესარიონ ჩიჩუა ქუთაისის ხაზინის უმცროს ბუღალტრად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილი იყო საჩხეწის ორკლასიანი სკოლის წიგნსაცავის გამგე-მასწავლებელი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ბარდუ იყო საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრი, ადვოკატი, მწერალი, ორატორი, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის მომხრე.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ლეონ სეი იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ეკონომისტი და ფინანსისტი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, გენერალი ბორელი იყო საფრანგეთის სამხედრო მინისტრი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ჟულ დეფაური საფრანგეთის სამინისტროს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო.

