საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1912

ტიპი: განათლება

1911 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების სკოლებში სწავლა გამგეობის მიერ 1910 წელს შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი ბესარიონ იოსების ძე ლომინაძე სწავლის პერიოდში განიცდიდა ხელმოკლეობას.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ირიცხებოდნენ: აჰმედ-ბეგ ჰუსეინ ზადე, მაჰმუდ-ბეგ აბაშიძე, ჰასან-ბეგ აბაშიძე, მუსტაფა კაპალ-ოღლი, ჰუსეინ კაპალ-ოღლი, დიმიტრი სულუხია, ლოლია კოპალაძე, ჰასან კონცელიძე.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ირიცხებოდნენ: ყადი ეფენდი ჟორდანია, ალი აჯი ზადე, სულეიმან ნური ზადე, ჰია ჰია ნური ეფენდი ზადე, ჰასან ჰუსეინ აღა ზადე, ისამაილ ეფენდი შარაშიძე, დურსუნ ირემაძე, მაჰმუდ ირემაძე, რემზი ჭიჭინაძე, სერათ ბაკურიძე.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ესტატე ალექსანდრეს ძე ჩახნაშვილი როსტოვის ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე იყო.

1911

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1911 წლის 28 აპრილის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ დააყენა სოფელ შრომაში საზოგადოების სკოლის გახსნის შუამდგომლობის საკითხი. სკოლისთვის – შენობას, მასწავლებლისთვის ბინასა და შეშას სოფელი თვითონ უზრუნველყოფდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს იაკობ ორჯონიკიძე ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლე იყო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 20 ოქტომბერს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბკურ-ორბელიანი 204 ხელმომწერთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სოფელ ატენში სკოლის გახსნას სთხოვს.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს პავლე თევდორეს ძე დადვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სესხად 20 მანეთს სთხოვა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს ანეტა კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მთიულეთში დასარიგებლად წიგნები სთხოვა.

1909

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, აპოლონ ზალდასტანიშვილი თბილისის ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, 25 მანეთი გადაურიცხა: ვ. მდივანს, აკ. ფაღავას, ი. ლორთქიფანიძეს, თ. შიუკაშვილს, ლ. შურღაიას, ტარას ნიჟარაძეს, ნესტორ იმნაიშვილს, დიმიტრი ძნელაძეს, ანა ხახუტაშვილს, ვასილ ილიას ძე რცხილაძეს, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილს, ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძეს და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ვახუშტი ნიკოლოზის ძე ხიზანაშვილი მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.