რეგისტრირებული ფაქტები2829
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა.
1868
ტიპი: გარდაცვალება
1868 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – დის, ელისაბედის ქმარი ივანე ჯამბაკურ-ორბელიანი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა კორნეტ დავით ბეჟანის ძე წერეთლის პანაშვიდი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ნინო იაკობის ასულ დაფქვიაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ტარიელ პაპუნას ძე ლორთქიფანიძის წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე გოჩაჯიხაიშში ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას დაესწრო.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის იანვარში გენერალ გრიაზნოვს არსენ ჯორჯიაშვილმა სახელმწიფო ბანკის შენობასთან ყუმბარა ესროლა და მოკლა.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის იანვარში გიორგი ჟურული სახელმწიფო ბანკის შენობასთან გენერალ გრიაზნოვის მკვლელობას შეესწრო.

