საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3033

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ქაიხოსროს ძე იაშვილმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1900

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი სიმონ თოთიბაძე ბათუმის სკოლაში 8 წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეებმა – ნიკოლოზ ტერ-კარაპეტიანმა, ვლადიმერ ფილიპოვიჩმა, სარქის დემუროვმა, სარქის ჩითაევმა, სერგო არუთინოვმა, ანდრონიკ ეგოიანმა, კარაპეტ თათულიანცმა, გარეგინ ოვსეპიანმა, გრიგორ არუთინოვმა და გრიგოლ იარალოვმა – სასწავლებლის დირექციას სწავლის რუსულ ჯგუფში გაგრძელება სთხოვეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეებმა – კარინა ეგანოვმა, სტეფანე ოგანესოვმა, ტიგრან ოსიპოვმა, ბაგრატ პიპინოვმა, არტაშ გევორქოვმა, არმენიკ დავიდოვმა, ნიკოლოზ კირაკოზოვმა, იულიანე ყულიჯანოვმა, ლევან სარქისოვმა და ალექსანდრე თათუხოვმა – სასწავლებლის დირექციას რუსულ ჯგუფში სწავლის გაგრძელების თხოვნით მიმართეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეები – ივანე არუთინოვი, ნიკოლოზ კოსტენკო, გარეგინ კირაკოსოვი, დავით მარქაროვი, გაბრიელ მელიქოვი, მიხეილ სიმონოვი, მიხეილ იაცკოვსკი, ალექსანდრე დემუროვი, ალექსანდრე ყულიჯანოვი და იოსებ იარალოვი – სასწავლებლის დირექციას სწავლის რუსულ ჯგუფში გაგრძელების თხოვნით მიმართავენ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეებმა – მიხეილ გრიქუროვმა, აბრაამ მარქარიანცმა, ანუშა მარქარიანცმა, ელენე მარქარიანცმა, ნაპოლეონ სარქისიანცმა, ვახტანგ სარქისიანცმა, ბუღდან ლუარსაბოვმა, ლიუბოვ შმულევიჩმა და კლაუდია დანშინამ – სასწავლებლის დირექციას სწავლის რუსულ ჯგუფში გაგრძელება სთხოვეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლეები – ალექსანდრე გრიგორიანცი, ბ. აბრამიანცი, ხ. ვახტანგოვი და ლიუდმილა ჟარსკი – სასწავლებლის დირექციას სწავლის რუსულ ჯგუფში გაგრძელებას სთხოვდნენ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ლეონ ივანეს ძე კანდელაკი იყო მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს არჩილ იოსების ძე კანდელაკი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ანტონის ძე თოიძე იყო ვარშავის პოლიტექნიკუმის მექანიკის განყოფილების სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა სპირიდონის ძე გუნცაძემ დაასრულა თემირ-ხან-შურას შვიდკლასიანი რეალური სასწავლებელი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნინო გიორგის ასული ზალდასტანიშვილი იყო ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი იყო პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.