რეგისტრირებული ფაქტები2829
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 15 აპრილს თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მღვდელი მიხეილ ნასყიდაშვილი.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზუგდიდის მაზრაში ყაჩაღი სოლომონ ხვიტია მოკლეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში მცხოვრები ივანე მუშაგავა ბალკონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 ივლისს სტეფანე დანიელის ძე პორტნოვი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვის გარდაცვალებას.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კარაკლისში მოუკლავთ კომისარი არუთინოვი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 20 ნოემბერს ქეთევან ჯამბაკურიან-ორბელიანი სიონის ტაძრიდან გაასვენეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთში „არძაგანკი“ სომეხ ვაჭარ აჯიმიანის გარდაცვალების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 ნოემბერს მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობა და მსახიობთა კავშირი იუწყება, რომ 5 იანვარს მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სულის მოსახსენიებლად ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო პანაშვიდი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 11 იანვარს დიმიტრი დავითის ძე ტატიშვილის გარდაცვალების ათი წლისთავზე სოფელ ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დანიშნული იყო მისი სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის სასაფლაოზე 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 იანვარს რახიელ დიმიტრის ასულ ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 იანვარს ქ. თელავში, ღვთისმშობლის ეკლესიაში ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის ოქტომბერში პ. ჯანელიძე ორ უცხოელ მოგზაურს იალბუზის წვერზე ასასვლელად წაყვა. მოგზაურები და ჯანელიძე ქარიშხლის გამო ღამის გასათევად მთის წვერზე დარჩნენ. მეორე დილით ჯანელიძე გარდაცვლილი იპოვეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 სექტემბრის საჩხერეში მცხოვრები 18 წლის ბიჭი, არტემ კალმახელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას შემთხვევით გასროლილი ტყვია შუბლში მოხვდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 29 სექტემბერს მიხეილის გამზირის 181-ში თავის ელექტროტექნიკის სახელოსნოში მოკლული იპოვეს ამ სახელოსნოს მეპატრონე არმენაკ მაგაკოვი.

