რეგისტრირებული ფაქტები2829
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლეს მილიციონერი ს. ზუკაკიშვილი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 13 ივნისს ბორჩალოს მაზრაში ტერ-აკოფ შაგინიანცი გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკი ქალაქ იალტაში დამბლით გარდაიცვალა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 20 ნოემბერს ანასტასია ლუარსაბის ასულ ამილახვარს გორის მაზრის სოფელ ჭალაში დაკრძალავდნენ.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 5 ოქტომბერს ტირძნისში დავით ივანეს ძე სულხანიშვილი დაასაფლავეს. ის მძიმე დაავადებით 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 8 ოქტომბერს სოფელ ქვიშხეთში გაბრიელ ჯაიანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთში გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება გენერალ-მაიორი ერნესტ ავგუსტის ძე რადაცის გარდაცვალების შესახებ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დავითის ასულმა ამილახვარმა ნათესავებსა და ნაცნობებს განცხადებით აუწყა მეუღლის, ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვრის გარდაცვალება.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავი გარდაიცვალა. მას ქალაქ გორში დაკრძალავდნენ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ ჯანდიერი კახეთში ერთ-ერთ მემამულესთან სტუმრობის დროს საქანელაზე ტრიალისას გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 იანვარს ალექსანდრე რევაზის ძე ვაჩნაძეს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალავდნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დაიღუპა რკინიგზის მუშაკი მდინარაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მოკლეს კორნეტი დავით ბეჟანის ძე წერეთელი.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექს და გრიგოლ ასლამაზოვებმა ბაგრატ ტერ-მოსესოვი მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი სამსახურიდან დაბრუნებისას ახალციხეში მოკლეს.

