საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს დანიელ ახვლედიანი სვანეთის საეკლესიო კომისიის წევრად დანიშნეს.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834 წელს მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი გახდა.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-72 წლებში ნიკიფორე კანდელაკი გელათის მონასტერში მოღვაწეობდა.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის შემდეგ დანიელ ახვლედიანი ლეჩხუმის ეკლესიის ბლაღოჩინად დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1901 წლებში დანიელ ახვლედიანი ჭელიშის მონასტრის წინამძღოლი იყო.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834 წლიდან 33 წლის განმავლობაში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის საკათედრო ტაძარში პროტოდიაკვნად მსახურობდა.

1836

ტიპი: თანამდებობა

მღვდელ-მონაზონი გერასიმე კაციტაძე ჭელიშის მონასტერში 1836 წლამდე მოღვაწეობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ალექსი იესეს ძე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის ეკონომოსად გაამწესეს.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 24 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ ნიკიფორე კანდელაკი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 14 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ნიკიფორე კანდელაკი კაცხის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს მაკარ ჯანელიძე ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადადგა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს ალექსი იესეს ძე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის მორჩილად გაამწესეს.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 4 ივლისს ალექსი იესეს ძე კანდელაკი მღვდელ-მონაზონმა ონიფანტემ ბერად აღკვეცა და ანტონი უწოდა.