საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საისტორიო ნაწილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით გრიგოლის ძე ანანიაშვილი სწავლობდა დონის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო განყოფილების დამამთავრებელ კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით პოლიევქტის ძე კარბელაშვილი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

1915

ტიპი: განათლება

კონსტანტინე კვერკველაძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ლევან იოსების ძე იოსებაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზია და სწავლა კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე ბესარიონის ძე იმნაიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილმა დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისს რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს შემდეგმა მოსწავლეებმა: დავით შავდიამ, ევლამპი შახიძემ, გერვასი იაკობაშვილმა, სავლე იაკობაშვილმა, ბესარიონ მასხარაშვილმა, პანტელეიმონ გოგატაძემ, დავით თუთბერიძემ, მიხეილ აღაშვილმა, ალექსანდრე ანთიძემ, იოსებ ბერიშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: რაჟდენ გაფრინდაშვილმა, კალენიკე გურგენიძემ, სერგი გოცირიძემ, შალვა ჟორჟოლაძემ, გიორგი კახაძემ, ვასილ ლეჟავამ, იოანე ლორთქიფანიძემ, მიხეილ ტურძელაძემ, გრიგოლ სეფერთელაძემ, ივანე თოფურიამ.

1918

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პირველი კლასის მოსწავლის გიორგი უგრეხელიძის დედა, ვერა დავითის ასული უგრეხელიძე, განათლების სამინისტროს პარლამენტის მიერ ღარიბი მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ფულიდან დახმარებას სთხოვს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: ალექსანდრე მირიანოვმა, ალექსანდრე ნიკოლაევმა, კალენიკე სახაროვმა, ნიკოლოზ სერდიუკოვმა, ანდრია ტკაჩენკომ, გიორგი ჩილინგაროვმა, ვსევოლოდ უსტინოვმა, პეტრე ოგანეზოვმა.

1915

ტიპი: განათლება

ალექსანდრე თაყაიშვილმა დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლევან იასონის ძე გარსიაშვილის, გიორგი მიხეილის ძე გიორგაძის, იოანე იოველის ძე გამრეკელის, ბიკენტი გვასალიას, გიორგი გიორგის ძე გომელაურის, ავქსენტი დავითის ძე გარსიაშვილის, ნადეჟდა მიხეილის ასულ გაბრიჭიძის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით იასონის ძე ელიოზიშვილი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს იაკობ მიხეილის ძე ვარძელაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

დიმიტრი სვიმონის ძე დარჩიაშვილმა დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და მონპელიეში სამეურნეო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ სერგეის ძე დავითაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე განაგრძო.