საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 6 ივლისს ალექსი სარდიონის ძე დევდარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: კალენიკე ჭიჭინაძემ, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ასათიანმა, დავით ბეჟანიშვილმა, აკაკი გაბუნიამ, კონსტანტინე გელოვანმა, ევგენი დემეტრაშვილმა, გრიგოლ ერისთავმა, დავით თავდიდიშვილმა, შოთა თაყაიშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: მიხეილ ყუფარაძემ, ონისიმე შვანგირაძემ, დავით ცქიტიშვილმა, გრიგოლ ჭყონიამ, მიხეილ ხორავამ, არჩილ ხუსკივაძემ, გრიგოლ ჭლიკაძემ, დავით აბაშიძემ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: ალექსანდრე კაკუშაძემ, იოსებ კინწურაშვილმა, შალვა კუხიანიძემ, სიმონ მამალაძემ, ლუარსაბ მაღრაძემ, ვარლამ მუშკუდიანმა, ივანე ნაბაროვმა, ანტონ ნატრიაშვილმა, ვლადიმერ ნიკურაძემ, გრიგოლ სტურუამ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: ანტონ ყვავაძემ, გიორგი ხორავამ, კალისტრატე წივწივაძემ, დომენტი ცხაკაიამ, ივანე ამირაგოვმა, კონსტანტინე გურევიჩმა, ევგენი ივანოვმა, ზბიგნევ კოვალენსკიმ, აარონ მინოვიჩმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს მოსწავლეებმა: კონსტანტინე აბაშიძემ, გენადი აბულაძემ, ტიმოთე აფხაიძემ, ილარიონ ბაბუნაშვილმა, სერგი ბრეგვაძემ, დავით გუნიამ, ნოე გურგენიძემ, გიორგი ერიქაშვილმა, ფელიქს ვარლამოვმა, ნიკოლოზ ზაქარიაძემ.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 თებერვალს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიის კანდიდატებად აირჩიეს თამარ ხარაბაძე, გიორგი ებრალიძე და იასონ ჩხენკელი.

1915

ტიპი: განათლება

ბიკენტი გვასალიამ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი გიორგის ძე გომელაური სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე.

1909

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, გიორგი ებრალიძე ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი მიხეილის ძე გიორგაძემ დაამთავრა თბილისის მესამე გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იოანე იოველის ძე გამრეკელმა თბილისის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ვლადიმერის ძე აბაშიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: კონდრატე იაშვილმა, დავით კაკაბაძემ, ანდრია კოპაძემ, ვასილ კეკელიძემ, ალექსანდრე ლოსაბერიძემ, ლავრენტი მესხმა, ვასილ ნიკოლაიშვილმა, დავით ნიორაძემ, მიხეილ ხიდირბეგაშვილმა, გაბრიელ ჩეჩელაშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის შვიდი კლასი დაამთავრეს: ალექსანდრე ბრეგაძემ, სავლე ბრეგაძემ, გრიგოლ ბუაჩიძემ, ანდრია გვინჩაძემ, რაჟდენ დოჭვირმა, პავლე მაღრაძემ, ანდრია მამალაძემ, ალექსანდრე მასხულიამ, ალექსანდრე მგალობლიშვილმა, იოანე ნიქაბაძემ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 23 აპრილს განათლების სამინისტროს კანცელარია კადეტთა კორპუსს წარჩინებული მოსწავლეების – ბესარიონ მიქელაძის, პეტრე რატიანისა და ნიკოლოზ სარჩიმელიას – საბუთებს სთხოვს.