რეგისტრირებული ფაქტები2829
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის მაისში ხაშურსა და გომს შუა მდებარე სადგურზე მატარებელი დაეჯახა მუშა ქრისტეფორე სანიკიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს, 10-11 საათზე, სიონის ტაძარშიდეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე (ტუპა) სვიმონის ძე მაჩაბელი მოკლეს ახალციხის ომში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, ახალციხის ომში მოკლული ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს ქაშვეთის ტაძარში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს გაიმართებოდა მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს მოკლული ნიკო ალექსის ძე კუციას წლის წირვა და პანაშვიდი ქ. ფოთში, ტაძრის ეკლესიაში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა ვასილ ივანეს ძე პეტრიაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 იანვარს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 იანვარს სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილს წმინდა გიორგის კარის ეკლესიიდან გაასვენებდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 იანვარს ადელაიდა ზაქარიას ასული ისარლიშვილისა კლინიკაში (დიდი მთავრის ქუჩა N103) გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 იანვარს ადელაიდა ზაქარიას ასული ისარლიშვილისას ქართველ კათოლიკეთა ეკლესიიდან (კათოლიკების ქ. N4) გამოასვენებდნენ და სოლოლაკის კათოლიკეების სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 2 ნოემბერს სკრაში გორის რაზმის ჩაფარმა თემო კაბულაშვილმა ღორების ქურდობისთვის ოსი ჯიბო კაკაშვილი და მისი ვაჟი გრიშა დააკავა, მაგრამ ჯიბო კაკაშვილმა კაბულაშვილი მოკლა და შვილთან ერთად გაიქცა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს ახმეტაში სოსია შოშიაშვილმა დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ თავი მოიკლა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ნოემბერში ხაჩატურ აკოფოვი, რომელიც დაკარგული ეგონათ, ხევში გარდაცვლილი იპოვეს. აკოფოვის დედა შვილის სიკვდილში ცოლსა და ცოლის საყვარელ მარტიროს მელქონიანცს სდებდა ბრალს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 იანვარს დაბა საჩხერეში საგვარეულო აკლდამაში გადაიხდიდნენ ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის წლის წირვას და პანაშვიდს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე დღეს ანა (ანაპო) მამუკას ასულ ხუსკივაძეს დაკრძალავდნენ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვში (გურია) ელისაბედ ლომთათიძისას დაკრძალავდნენ.

