საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3269

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ანტონის ძე თოიძე იყო ვარშავის პოლიტექნიკუმის მექანიკის განყოფილების სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა სპირიდონის ძე გუნცაძემ დაასრულა თემირ-ხან-შურას შვიდკლასიანი რეალური სასწავლებელი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნინო გიორგის ასული ზალდასტანიშვილი იყო ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი იყო პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 24 ივნისს შალვა სპირიდონის ძე გუნცაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაენიშნათ სტიპენდია რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 24 იანვარს გიორგი ანდრიას ძე ნამორაძე იყო კიევის კომერციული ინსტიტუტის მეხუთე სემესტრის სტუდენტი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს იოსებ იოსების ძე ანთაძე იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ივლისს ს. ყულიჯანოვმა, მ. არუთინოვმა, ალი არუთინოვმა, ნ. მელიქოვმა, ნუშა ხეჩოევმა, ეკატერინე არუთინოვმა, კატო მარქაროვმა და ოსანა პიპინოვმა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის დირექციას რუსულ ჯგუფში სწავლის გაგრძელება სთხოვეს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ივლისს ნინა კირაკოზოვი, გაიანე კამილოვი, დარია ალხაზოვი, ეკატერინე ვასილიევა, სოფო ოსაკოვა, ანა ტერ-არუთინოვა და დ. გაბაევა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის დირექციას რუსულ ჯგუფში სთხოვენ სწავლის გაგრძელებას.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანმა ქართული ენის ცუდად ცოდნის მიუხედავად თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა.