საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3730

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1826

ტიპი: გარდაცვალება

1826 წელს თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი მარკოზ ლილუაშვილი გარდაიცვალა.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 20 დეკემბერს სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ბართლომე მარკოზის ძე მაჩიტიძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 12 აპრილს სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე ბერის ძე მაჩიტაძე გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის დეკემბერში სოფ. ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე კურცხალია გარდაიცვალა.

1828

ტიპი: გარდაცვალება

1828 წლის 3 აგვისტოს სოფ. თაბაგრების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მარკოზ თაბაგარი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 იანვარს სოფელ დიდ ჯიხაიშში მოსკოვში უდროოდ გარდაცვლილი ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 5 თებერვალს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის შეგირდმა სერებრიაკოვმა თავი მოიკლა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს ივანე ოტიას ძე ქაჯაია ზუბალაშვილების სახელობის თავშესაფარში გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 16 იანვარს ივანე ოტიას ძე ქაჯაიას წმინდა ფეოდოსიის საყდარში პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს გარდაცვლილი ივანე ოტიას ძე ქაჯაიას ცხედარი, მისივე თხოვნით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკას გადაეცემოდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 12 იანვარს პოლკოვნიკი მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 10 მარტის „დროების“ ცნობით, ბარბარე ორბელიანის სახელზე 11 მარტს მცხეთის ტაძარში წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 11 მარტს დიმიტრი სტაროსელსკის სახელზე საგურამოს თადეოზის სახელობის საყდარში წირვას ჩაატარებდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 იანვარს აფხაზეთში, სოფელ კვიტაულში პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის 2 წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 იანვარს აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტი ვანო იროდიონის ძე ხოსიტაშვილი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1942

ტიპი: გარდაცვალება

1942 წლის 16 ივლისს გიორგი ბერბიჭაშვილი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა კანდიდ ჩარკვიანის ცნობით, ბერბიჭაშვილი 1947 წელს დაიღუპა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის პირველ მარტს სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე გიორგის ძე გერსამია გარდაიცვალა.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 5 მაისს სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე გარდაიცვალა.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1868

ტიპი: გარდაცვალება

1868 წლის 13 აპრილს სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი გერასიმე ონოფრეს ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წელს ალი მიტაევი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 16 იანვარს სამტრედიაში დომნა იოანეს ასული სტურუა გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 იანვარს დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძეს კუკიის ალექსანდრონევსკის ტაძარში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 იანვარს სოფიო მიხეილის ასული დოლიძისა ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 იანვარს სოფიო მიხეილის ასულ დოლიძეს დაკრძალავდნენ.