საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1962

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1833

ტიპი: გარდაცვალება

1833 წლის 6 ივნისს ცუცხვათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი პეტრე კუპრაშვილი გარდაიცვალა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 3 მარტს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მაქსიმე იოანეს ძე ლოსაბერიძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ გარდაცვლილი დავით ივანეს ძე სულხანიშვილის მშობლები, მარიამ და ივანე სულხანიშვილები, ოჯახის ახლობლებს ატყობინებდნენ, რომ სოფელ ტარძნისის ტაძარში განსვენებულის სულის მოსახსენიებელი წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუშეთის მიმდებარე ტყეში დაკრეფილმა შხამიანმა სოკომ შტაბსკაპიტან ა. გ. ლონგინოვისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე შეიწირა.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის, მისაღებად.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1867 წლის 1-ელ იანვარს, დილის 6 საათზე, ატამანის ქუჩაზე მდებარე სამიკიტნოში ყაჩაღებმა ხანჯლით მოკლეს მცხეთელი არტემა კარაპეტოვი და დაჭრეს დავით გურგენიძე და დიმიტრი მიროტაძე.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 11 აგვისტოს ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ნანიტაშვილი გარდაიცვალა.

1845

ტიპი: გარდაცვალება

1845 წლის პირველ ოქტომბერს ჩხირაულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე დავითის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1899

ტიპი: გარდაცვალება

1899 წლის 19 იანვარს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე გარდაიცვალა.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 27 სექტემბერს ოდესაში გარდაიცვალა თბილისელი სტუდენტი ივანე სოლომონის ძე ხახანოვი.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა ახალგაზრდა მწერალი, თავადი ივანე ზაალის ძე ბარათაშვილი.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის 25 მარტს ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 31 იანვარს ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 10 თებერვალს ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ხოსიას ძე კიკნაძე გარდაიცვალა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 2 აპრილს ჩხენიშის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სიმონ იოანეს ძე მოსიძე გარდაიცვალა.

1868

ტიპი: გარდაცვალება

1868 წლის 10 თებერვალს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე იშხნელი გარდაიცვალა.

1843

ტიპი: გარდაცვალება

1843 წლის 15 დეკემბერს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე გარდაიცვალა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 4 აპრილს ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ვერულაშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცელი“ იუწყება ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნია, ახრახაძის გარდაცვალებას.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 13 ოქტომბერს ვაქირელმა გლეხებმა, ქიტელ და გიო თათრიშვილებმა, ცემით მოკლეს 60 წლის კავთისხეველი ქალი, ქალია კოჭნასაშვილი.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 28 აგვისტოს საღამოს 5 საათზე კავკასიის სამეურნეო გამოფენის მოედანზე ვიქტორ გეევსკი უეცრად ცუდად გახდა. სასწრაფოდ ეტლში ჩასვეს და სახლისკენ წაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის 15 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ იშხნელი გარდაიცვალა.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 10 აგვისტოს ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე ჯაოშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 7 აგვისტოს ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ლუკა მაქსიმეს ძე ტყემალაძე გარდაიცვალა.