რეგისტრირებული ფაქტები1983
ფილტრი:
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს ქალაქის საავადმყოფოში გაზეთ „კავკაზის“ ყოფილი რედაქტორი ა. ი. ბელინსკი ხოლერით გარდაიცვალა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ დეკემბერში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები: კვარაცხელია, მალაშხია და დარასელია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ყოფილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე ალ. შახატუნი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 19 იანვარს ჟინვალში მოკლეს ყაჩაღთა მეთაური ვიდო პაპიაშვილი. ამით სრულიად მოისპო ყაჩაღთა ერთი ჯგუფი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 იანვარს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის თებერვალში ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა გორში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვარს სამუელ სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 აპრილს, 22 სთ-ზე გიმნაზიის ქუჩაზე მოკლეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანამშრომელი გ. მ. პავლოვი, მკვლელობის მიზეზი უცნობია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში სასახლის ქუჩაზე, ქართული კლუბის პირდაპირ, უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა რუბენ საფაროვი. თავდამსხმელი მიიმალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში თავდასხმისას სასიკვდილოდ დაჭრილი რუბენ საფაროვი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 მაისს სიკვდილით დასაჯეს სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელები: ერემიანცი, მუშეგიანცი და ბრიანცი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მაისში ბოლშევიკების მიერ სამხედრო სკოლაზე თავდასხმისას დაჭრილი იუნკერი მაყაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მაისში თელავში სამაზრო მილიციის უფროსმა დიდგულიძემ მოკლა ყაჩაღთა რაზმის მეთაური გარი ასტან ასუფ-ოღლი.
ტიპი: გარდაცვალება
ოსმალეთის ფრონტიდან უკან დახეული თექვსმეტი რუსული ეშელონი აზერბაიჯანში სადგურ შამქორთან გაანადგურა აფხაზავას ჯავშნიანმა მატარებელმა. შეტაკებისას დაიღუპა თავად აფხაზავა და მისი ორი უახლოესი თანაშემწე: მაყაშვილი და მაკარაშვილი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 5 დეკემბერს თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი კლემენსი ემანუელის ძე ბადერი გარდაიცვალა.
1948
ტიპი: გარდაცვალება
1948 წლის 26 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს კირიონ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და სთხოვა, ჯანმრთელობაზე ეზრუნა.
1948
ტიპი: გარდაცვალება
1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძის ძმიშვილი კირიონ მაღლაკელიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლ ნოემბერს მცირე ავადმყოფობის შემდეგ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 28 იანვარს თბილისში გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი ალექსი ჭიჭინაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში გამართული კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა დღის 12 სთ-ზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ ცნობით, რომ გარდაიცვალა გამგეობის წევრი, ინჟინერი რაფიელ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.