საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1984

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 19 მარტს მუხ­ლის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ონისიმე ტრიფონის ძე მინდელი გარდაიცვალა.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 2 სექტემბერს კა­ჩა­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელ­ი მელეტი იოანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 2 სექტემბერს სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი მელეტი (მელიტონ) ივანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წელს ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებული დიმიტრი ლაღიძე ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის 11 აგვისტოს ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გაიოზ ლუკას ძე მაღრაძე გარდაიცვალა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის პირველ თებერვალს ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იუსტინე ვასილის ძე მამფორია გარდაიცვალა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წელს მრა­ვალ­ძა­ლის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ქრისტეფორე (მარკოზ) ზაქარიას ძე სხირტლაძე გარდაიცვალა.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 8 თებერვალს სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი თეოფანე იოვანეს ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 2 მაისს გარდაიცვალა მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს, მერვე შრომის პედაგოგიური საბჭოსა და მშრომელთა დამხმარე კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჭოხონელიძე.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 23 აგვისტოს ორღულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ირაკლი ანტონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 11 ივნისს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლევილში.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 27 აპრილს სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე გარდაიცვალა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. დახვრიტეს ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.