საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1985

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.

1917

ტიპი: გარდაცვალება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის 18 დეკემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი (ძუკუ) ქავთარაძე ზღვაში დაიღუპა. ის სოხუმიდან გასულ მოტორიან ნავში იჯდა

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 თებერვალს ციმბირში გადასახლებაში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბერს სოფელ კორცხელში ხალხმა მოკლა ცნობილი ყაჩაღი შამუგია, რომელიც არჩილ საყვარელიძის მოკვლაში მონაწილეობდა.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 ოქტომბერს რკინიგზის საავადმყოფოს ფერშალი პეტრე მელუა გარდაიცვალა. მისი გამოსვენება თავისი ბინიდან, გლდანის ქუჩიდან, იყო დაგეგმილი. ის კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნინო მელქისედეკის ასული მიქელაძე გარდაიცვალა. პანაშვიდი დანიშნული იყო 9 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ლერმონტოვის ქ. N 19-ში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვერა საღარაძის პანაშვიდი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა გაზეთების გამყიდველ სიმონას გარდაცვალების შესახებ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1952

ტიპი: გარდაცვალება

1952 წელს აღმოსავლეთ ბერლინში ალექსანდრე ფაჩულია გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობა" ოზურგეთის რაიონული კოლექტივის ს.ს.დ.მ.პ. კოლექტივის მოწინავე მუშაკის სამსონ საყვარელის ძე მენაბდის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ წერდა.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს ონში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერ დავითის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე გიორგი(გიგო) დუშურაშვილი კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქ ხაშურში დაღუპული ლიუდმილა (ლუდა) მანჯავიძე სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გადაასვენეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს პარტიზანულმა პოლკმა ზუგდიდის ტაძარში კაპიტან არჩილ საყვარელიძის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მთელი პარტიზანული პოლკი, ზუგდიდის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტის წევრები, ადგილობრივი მებრძოლი რაზმი და ზუგდიდის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს თავის ბინაში თავი მოიკლა უმცროსმა მილიციონერმა პროკოფო სალარიძემ.