საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1985

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 დეკემბერს გერმანული პრესა რუსეთში მოკლულ გერმანელი ელჩის საკითხზე წერს, რომ რუსეთის მთავრობამ, რომელმაც ვერ შეძლო მირბახის მკვლელთა პოვნა, უეცრად აცხადებს, რომ ისინი დაისაჯნენ და 3 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ მეშვეობით მამა, დეკანოზი ანტონი და დედა მარიამი იუწყებიან, რომ 26 სექტემბერს ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ საავიაციო გუნდის უფროსი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, კაპიტან გრიგორი ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერდა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 7 ივნისს ოზურგეთში ნატანების გზაზე ფოსტის მძარცველები ნაკაიძე და მიქაბერიძე დახვრიტეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციამ ილია ანდრონიკაშვილის გარდაცვალების გამო სოფ. კარდენახიდან სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის სახელით კ. დარაშვილის მიერ სამგლოვიარო წერილი მიიღო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე საკუთარ ბინაში ჩერქეზიშვილის ქუჩის N 143-ში ნიკიტა შჩიკოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო, გვამი მიხეილის საავადმყოფოში გადააგზავნეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ოჯახი იუწყება, რომ მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის დაკრძალვა მოხდება სოფელ პატარძეულში, საგვარეულო სასაფლაოზე 4 იანვარს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქ. თბილისში მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის გარდაცვალებას იუწყებიან მშობლები – თამარი და დიმიტრი ბილანიშვილები, ძმა – გიგა ბილანიშვილი, ნათესავები – ლოლა და გიორგი გაბიტაშვილები, თეკლე და ბიკენტი მდივნები.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის ათ საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვემო-ჭალაში ტრაგიკულად დაღუპული დავით ალექსანდრეს ძე ეგაძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გადახდა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს სენაკის ადგილობრივი ეკლესიის გალავანში ტრაგიკულად დაღუპული ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიას დაკრძალვა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბერს, დილის ათ საათზე კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში განსვენებულ ზინა რაგუტოვსკის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომ მათ შემოსწირეს სასადილოს 300 მანეთი გამგეობის წევრ ნ. ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 სექტემბერს (ძველი სტილით) 12 საათზე ბათუმთან ბრძოლის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოდპორუჩიკ გიორგი (ჯორჯიკა) მიხეილის ძე ორჯონიკიძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გამართვა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მისი პანაშვიდი გაიმართა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნიკოლოზ (კოლა) კონსტანტინეს ძე ეგაძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში თბილისში დეკანოზი ნიკოლოზ წერეთელი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება პოდპორუჩიკის სიმონ ათანასის ძე მჟავანაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი გაიმართება ყოველდღე, ფეოდოსიევის ქუჩის 20 ნომერში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ილია სტეფანეს ძე თარგამაძის სამძიმარს საყვარელი მეუღლის, ნუცა იასონის ჩხიკვაძის ასულის გარდაცავლებას და ნათესავთ ამცნობს, რომ ორმოცის პანაშვიდი გაიმართება სოფელ კვახჭირში (სადგური რიონი) ქვაშვეთის ეკლესიაში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ვანო და ვახტანგ იაშვილებმა ნათესავებსა და მეგობრებს მათი მამის ევგენი იაშვილის გარდაცვალება აუწყეს. იგი 3 დეკემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.