საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1962

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 30 აპრილს, 22 სთ-ზე გიმნაზიის ქუჩაზე მოკლეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანამშრომელი გ. მ. პავლოვი, მკვლელობის მიზეზი უცნობია.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 იანვარს სამუელ სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის თებერვალში ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა გორში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვარს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 იანვარს ჟინვალში მოკლეს ყაჩაღთა მეთაური ვიდო პაპიაშვილი. ამით სრულიად მოისპო ყაჩაღთა ერთი ჯგუფი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ყოფილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე ალ. შახატუნი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ დეკემბერში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები: კვარაცხელია, მალაშხია და დარასელია.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს. 

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს ქალაქის საავადმყოფოში გაზეთ „კავკაზის“ ყოფილი რედაქტორი ა. ი. ბელინსკი ხოლერით გარდაიცვალა.

ტიპი: გარდაცვალება

ღამით აბაშის უბნის მილიციელებმა მოკლეს ყაჩაღი ვანო ჩაჩავა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ხაშურიდან აუწყეს, რომ 14 დეკემბერს იქ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი პეტრე სამხარაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში დაიღუპა გაზეთ „საქართველოს რუსპუბლიკის“ თანამშრომელი ა. ქავთარაძე. ის სწრაფად მიმავალ ტრამვაის შეახტა, მაგრამ ვაგონში შესვლა ვერ მოახერხა და ბოძს დაეჯახა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 3 დეკემბერს კომპოზიტორი ნიკო პაატას ძე სულხანიშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყეს, რომ ფოთის ახლოს იპოვეს გემ „არტას“ გერმანელი კაპიტნის, მერკჰაუზენის გვამი. ეს ამბავი აცნობეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საველე სასამართლოს დადგენილებით დახვრიტეს სოფელ ახალქალაქში მომხდარი აჯანყების მეთაური გალუსტოვი, ხუციევი და მეცხვრიშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყეს, რომ გორში ხალხმა თავად დახვრიტა მეამბოხეთა მეთაურები: არსენა ლომიძე, ხიჯიშვილი და აბესალომ ბეკოშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ოქტომბერში, დილის 9 საათზე, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სასახლის ნომრებთან“ უცნობმა პირმა რევოლვერით მოკლა აზერბაიჯანელი ინჟინერი გასუმბეკოვი. მას თან ჰქონდა თანხა, რომლისთვისაც მკვლელს ხელი არ უხლია. როგორც ირკვევა, მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს თბილისის დიდუბის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი გრიგოლ მალაშხია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ივლისს, 10 საათზე, გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელზეც ალექსანდრე ლომთათიძემ საბჭოს წევრებს გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალება აუწყა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ №20-ზე თავდასხმელი მძიმედ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.ის აღმოჩნდა რაჭის მაზრის სოფელ წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე, ცნობილი ბოლშევიკი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ N20-ზე თავდასხმისას დაიღუპა სელიმ გიორგის ძე ალხავი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე და მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი.