საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1985

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი გარდაიცვალა. იგი ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ლევან კეზელი ვარშავაში გარდაიცვალა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ცახის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ევსევი ექვთიმეს ძე ჭოხონელიძე გარდაიცვალა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი ფილიპე ოქროპირის ძე ფხაკაძე გარდაიცვალა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს წითელი ჯვრის მოწყალების და მარო მაყაშვილი ბრძოლის ველზე თავისი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 8 თებერვლის ოქმის მიხედვით, სტამბოლში საქართველოს სენატის პირველი თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მწერალ მელანიას დამკრძალავმა დროებითმა კომიტეტმა ამცნო, რომ მწერლის გამოსვენება შედგებოდა ოთხშაბათს 9 თებერვალს, შემდეგ ცხედარს გადაასვენებდნენ სოფელ მელაანში.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მსახიობთა კავშირი აუწყებდა საზოგადოებას, რომ 5 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში უდროოდ გარდაცვლილი მსახიობის, გიორგი იშხნელის წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვალს სოფელ აბანოში (გორის მაზრა) ბარბარე სოლომონის ასულ ბაგრატიონ-დავითაშვილს დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სამაზრო ერობის გამგეობა იუწყებოდა, რომ 5 თებერვალს გამგეობის წევრ ესტატე გიორგის ძე ავალიშვილს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ორმოცი დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 4 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელს ქაშვეთის ეკლესიიდან იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ეზოში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის პანაშვიდი დანიშნული იყო საკუთარ ბინაზე, მისამართი: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის თებერვალში ტაბახმელის ბრძოლაში დაიღუპა ლეიტენანტი ირაკლი თოიძე.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 1-ელ თებერვალს წმ. ნინოს სასაფლაოს ეკლესიაში მარიამ დიმიტრის ასული დავითაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 31 იანვარს სოფელ აბანოში (გორის მაზრა) ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილისა გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 იანვარს ინჟინერ ივანე ოტიას ძე დადიანს ქაშვეთის წმ. გიორგის საყდრიდან გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ინჟინერი ივანე ოტიას ძე დადიანი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 29 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ივანე ოტიას ძე დადიანის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 29 იანვარს, 10 საათზე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ეკატერინა ადამის ასულ მუათის წირვა გაიმართებოდა და შემდეგ საყდრის ეზოში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინა ადამის ასული მუათი უდროოდ გარდაიცვალა.