საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1985

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა გაზეთების გამყიდველ სიმონას გარდაცვალების შესახებ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვერა საღარაძის პანაშვიდი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნინო მელქისედეკის ასული მიქელაძე გარდაიცვალა. პანაშვიდი დანიშნული იყო 9 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ლერმონტოვის ქ. N 19-ში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 ოქტომბერს რკინიგზის საავადმყოფოს ფერშალი პეტრე მელუა გარდაიცვალა. მისი გამოსვენება თავისი ბინიდან, გლდანის ქუჩიდან, იყო დაგეგმილი. ის კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბერს სოფელ კორცხელში ხალხმა მოკლა ცნობილი ყაჩაღი შამუგია, რომელიც არჩილ საყვარელიძის მოკვლაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 თებერვალს ციმბირში გადასახლებაში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე.

1917

ტიპი: გარდაცვალება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის 18 დეკემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი (ძუკუ) ქავთარაძე ზღვაში დაიღუპა. ის სოხუმიდან გასულ მოტორიან ნავში იჯდა

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 თებერვალს ალქსანდრეს ბაღში სროლის დროს მოკლეს თბილისის მე-11 კომისარიატის მილიციელი იოსებ გერსამია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ელ მარტს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი. რევოლუციურ სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ნიკოლოზ ბადრიძე (შავო), დავით ქამუშაძე, გაბრიელ ლუკაშვილი, ბაღდო ტერ-მესროფოვი, გაბო გექჩუაშვილი, ვასილ გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი), ანატოლი კოვალენსკი, გიორგი ქარტილაძე, ზაქარია ნათაძე (თარსი), ნიკოლოზ სულაძე, მიხეილ ყაზიაშვილი და არჩილ ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-2 მილიციის უბნების თანამშრომელთა მკვლელობაში. 3 მარტს სასამართლომ ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის თავდაცვის შტაბთან დაარსებული საგანგებო კომისია გამოიძიებდა მძარცველთა მოქმედებას, რომლებიც ხოცავდნენ და ძარცვავდნენ მცხოვრებთ. თორმეტი დახვრიტეს, მათ შორის, გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი) ავაზაკთა რაზმის ოცეულის უფროსი, არჩილ ბახუტაშვილი – ფელდფებელი და ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი – კაპიტანი არისტაკესოვი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 თებერვალს ორპირის ქუჩაზე, საკუთარ სახლში რევოლვერით თავი მოიკლა პორუჩიკმა კოსტა ხურცილავამ. მიზეზი უცნობია.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 24 ივნისს, დღის პირველ საათზე, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ჟურნალ „განათლების“ ხელმძღვანელი, ლუარსაბ გერასიმის ძე ბოცვაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ერთობაში“ სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი იუწყება, რომ 1920 წლის 11 სექტემბერს ცხინვალის მიმართულებით ყაჩაღთა ბრბოებთან შეტაკების დროს მოკლეს ოფიცერი იოველ ლევანის ძე აბჟანდაძე.

1932

ტიპი: გარდაცვალება

1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 24 მარტის „ერთობის“ ცნობბით, სპარსეთიდან მომავალ ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის მოსამსახურეებს ნახიჩევანის გზაზე თავს დაესხა ყაჩაღთა ბრბო და მოკლეს ხუთი კაცი, მათ შორის ბეგოიძე და ბარსეგოვი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 მარტის „ერთობის“ ცნობით, სადგურ სადახლოში შეტაკების დროს დაიღუპა გურიის საგანგებო რაზმის წევრი, 18 წლის ვარლამ ჭანტურიშვილი.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი 1956 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ დიხაშხოში.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 აგვისტოს, 10 საათზე სოფელ ნოსირში დახოცეს ყაჩაღები: ძანათის მცხოვრებნი ნიკო და კაკო ქადარიები და ევგენი კორძახია.

1919

ტიპი: გარდაცვალება

ნეკროლოგი, რომელსაც ხელს აწერს ცაგუნოევსკი, იტყობინება, რომ ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ჩეჩენ-ინგუშთა მშვენება და სიამაყე, ჯერ კიდევ ჭაბუკი ასლანბეკ შერიფოვი, რაც აუნაზღაურებელი დანაკარგია არა მარტო ჩეჩნეთისთვის, არამედ მთელი ჩრდილო კავკასიისთვის.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ს. სარათში (ქუთაისის მაზრა) სროლის დროს მოკლეს ცნობილი ყაჩაღი სირბილაძე, რომელიც ოკრიბის რაიონს შიშის ზარს სცემდა.