საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1985

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ივლისს ახალშენ ეკატერინფელდში მოვალეობის აღსრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბორჩალოს მაზრის რეზერვის უფროსი მილიციონერი მიხეილ (მიშა) ჯანიაშვილი. იგი გორის მაზრის სოფელ სასირეთიდან იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, გორში მოკლეს ნიკო სალუქვაძე, როცა ის ხალხს გამხეცებული ბრბოსგან იარაღით იცავდა. ცხედარი სუფსაში წაასვენეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ყვირილაში მილიციელებმა მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ლევანტი ჯიბაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 იანვარს სოფელ ონოღიაში გარდაიცვალა ლეხაინდრავო-ონოღიის საზოგადოების გლეხთა საბჭოს და სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის წევრი კაჭი ქაჯაია.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 27 სექტემბერს დავით გარეჯის მონასტრის სამილიციონერო ცხენოსან რაზმსა და მონასტრიდან 2-3 ვერსის დაშორებით ჩასაფრებულ თათრებს შორის სროლის დროს დაიღუპა რაზმის მილიციელი დავით ბართაია.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წელს არქიელის გორაზე, გზაში მიმავალი სენაკის მაზრის მცხოვრები გეგენავა უეცრად წაიქცა და გარდაიცვალა. ექიმების დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გულის გაგანიერება აღმოჩნდა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 4 მაისს ქუთაისის ქალთა კლუბი და გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქცია სამძიმარს უცხადებს ოლღა სპირიდონის ასულ ლორთქიფანიძეს ძმის, ილიას გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 24 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს მშობლები ნინა გაბუნიას 40 დღის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაუხდიან ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება ვიქტორ ნიკოლოზის ძე იურკევიჩის (რუს-იმერლის) გარდაცვალებას, დაკრძალვა გაიმართება დაბა საჩხერეში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში გადაიხდიან ექიმ ანდრო მერაბის ძე კილასონიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ მწერალთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებს კავშირის წევრის, დამსახურებული მწერლის, რუს-იმერლის ვიქტორ იურკევიჩის გარდაცვალებას. პანაშვიდი უნდა გადაეხადათ ქაშვეთის ტაძარში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 18 ივლისს ტრაგიკულად მოკლეს რაჟდენ ყიფიანი, დაკრძალვა გაიმართება კუკიის სასაფლაოზე,

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N20) ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 აგვისტოს პეტროგრადში გერზვინის საავადმყოფოში გარდაიცვალა მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე შტიურმერი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 10 ივლისს ქ. ოზურგეთში გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გაიმართება პანაშვიდი ბოლშევიკთა ბრბოების მიერ სოხუმთან მოკლული გვარდიის ხელმძღვანელის, კაპიტან შალიკო ნესტორის ძე ელიაძის გასახსენებლად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აჭარაში ბრბოსთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა ლეიტენანტი შალვა (კოხტა) გიგინეშვილი. 

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 22 ივლისის 10 სთ-ზე დანიშნული იყო კიევის უნივერსიტეტის სტუდენტ ალექსანდრე გიორგის ძე თითბერიძის სულის მოსახსენიებელი წლის წირვა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, შიდა არეულობებისა და ჟლეტის გავლენით ფ. ფ. ვოსკრესენსკიმ თავი მოიკლა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნეკროლოგი საგანგებო ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნისთვის, რომლებიც წითელი ხიდის მიმართულებით დაეცნენ ბრძოლის ველზე: ოფიცერი ბარ. ლაბაძე, ჩახუნაშვილი, მ. ვადაჭკორია, ი. გობეჩია, გალ. გოგოლაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნეკროლოგი საგანგებო ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნისთვის, რომლებიც წითელი ხიდის მიმართულებით დაეცნენ ბრძოლის ველზე: სერ. კიკნაველიძე, დან. რაზმაძე, შ. მაჭარაშვილი, არსენ ბერუაშვილი, სამ. სიხარულიძე, თედორე გიორგაძე.