საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1984

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის ათ საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვემო-ჭალაში ტრაგიკულად დაღუპული დავით ალექსანდრეს ძე ეგაძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გადახდა იყო დაგეგმილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქ. თბილისში მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის გარდაცვალებას იუწყებიან მშობლები – თამარი და დიმიტრი ბილანიშვილები, ძმა – გიგა ბილანიშვილი, ნათესავები – ლოლა და გიორგი გაბიტაშვილები, თეკლე და ბიკენტი მდივნები.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ოჯახი იუწყება, რომ მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის დაკრძალვა მოხდება სოფელ პატარძეულში, საგვარეულო სასაფლაოზე 4 იანვარს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე საკუთარ ბინაში ჩერქეზიშვილის ქუჩის N 143-ში ნიკიტა შჩიკოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო, გვამი მიხეილის საავადმყოფოში გადააგზავნეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციამ ილია ანდრონიკაშვილის გარდაცვალების გამო სოფ. კარდენახიდან სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის სახელით კ. დარაშვილის მიერ სამგლოვიარო წერილი მიიღო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 7 ივნისს ოზურგეთში ნატანების გზაზე ფოსტის მძარცველები ნაკაიძე და მიქაბერიძე დახვრიტეს.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ საავიაციო გუნდის უფროსი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, კაპიტან გრიგორი ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ მეშვეობით მამა, დეკანოზი ანტონი და დედა მარიამი იუწყებიან, რომ 26 სექტემბერს ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 დეკემბერს გერმანული პრესა რუსეთში მოკლულ გერმანელი ელჩის საკითხზე წერს, რომ რუსეთის მთავრობამ, რომელმაც ვერ შეძლო მირბახის მკვლელთა პოვნა, უეცრად აცხადებს, რომ ისინი დაისაჯნენ და 3 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს თავის ბინაში თავი მოიკლა უმცროსმა მილიციონერმა პროკოფო სალარიძემ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს პარტიზანულმა პოლკმა ზუგდიდის ტაძარში კაპიტან არჩილ საყვარელიძის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მთელი პარტიზანული პოლკი, ზუგდიდის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტის წევრები, ადგილობრივი მებრძოლი რაზმი და ზუგდიდის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქ ხაშურში დაღუპული ლიუდმილა (ლუდა) მანჯავიძე სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გადაასვენეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე გიორგი(გიგო) დუშურაშვილი კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს ონში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერ დავითის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობა" ოზურგეთის რაიონული კოლექტივის ს.ს.დ.მ.პ. კოლექტივის მოწინავე მუშაკის სამსონ საყვარელის ძე მენაბდის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ წერდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.

1952

ტიპი: გარდაცვალება

1952 წელს აღმოსავლეთ ბერლინში ალექსანდრე ფაჩულია გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.