რეგისტრირებული ფაქტები15422
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1942 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო თბილისის კინოსტუდიის სასცენო განყოფილების რედაქტორი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1939 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აფხაზეთის კომკავშირელის“ პასუხისმგებელი რედაქტორი სოხუმში.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1938 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო გაზეთ „ლიტერატურული გაზეთის“ კრიტიკის განყოფილების გამგე.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო მესტამბე.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ფავრის პანსიონში რუსულ ლიტერატურას ასწავლიდა ყოფილი კიევის უნივერსიტეტის პროფესორი იუშკოვი.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წლის თებერვლიდან 1951 წლის იანვრამდე ანასტასია აგლაძე მუშაობდა უშტატო კორესპონდენტად გაზეთებში: „ზარია ვოსტოკა“, „ახალგაზრდა სტალინელი“ და „საქტაგი“.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1945 წლებში პაპუნა წერეთელი მუშაობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგედ.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1946 წლებში ალიო მირცხულავა შეთავსებით იყო ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1941 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების მთარგმნელი იმელში.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს გიორგი ლეონიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის დელეგატი საბჭოების სრულიად საკავშირო მე-8 ყრილობაზე.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის პოლიტგანყოფილების უფროსს, პავერმანს დაევალა განეხილა გაზეთ „სტალინური ლოკომოტივის“ რედაქტორის საკითხი, რომელმაც დაუშვა ისეთი გაზეთის გავრცელება, რომელშიც სტალინის სიტყვა დამახინჯებული იყო.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან. ის სტამბის საამქროს გამგედ გადაიყვანეს.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 6 ოქტომბერს ასტახოვმა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულის შენობაში გამართა სადილი გერმანიის ელჩის პატივსაცემად. ელჩმა თბილისი დაათვალიერა და 8 ოქტომბერს ერევანს გაემგზავრა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გერმანიის ელჩი სსრ კავშირში გრაფი ფონ-დერ შულენბურგი.