რეგისტრირებული ფაქტები15422
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1806
ტიპი: თანამდებობა
1806-45 წლებში ხარიტონ სეხნიას ძე ცირეკიძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1845
ტიპი: თანამდებობა
1845 წლის 12 სექტემბერს ხარიტონ სეხნიას ძე ცირეკიძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1903 წლებში ნესტორ მაქსიმეს ძე დევიძე ციხიის მაცხოვრის ამარლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903-08 წლებში მაქსიმე იოანეს ძე ლოსაბერიძე ციხიის მაცხოვრის ამარლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს რაჟდენ მაქსიმეს ძე ტოგონიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის ბოქაულად ბ. ქელბაქიანის დანიშვნის შემდეგ დაბაში საგრძნობლად შემცირდა ქურდობის, ყაჩაღობისა და აზარტული თამაშების შემთხვევები.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ასკანას მამასახლისი ბ. ს. ჭეიშვილი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 1-ელ ივნისს მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე ქუთაისში სამრევლო სკოლების მასწავლებლებისთვის დაარსებულ კურსებზე გალობის მასწავლებლად მიიწვიეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხაილოვის ქუჩა N 149-ში, ი. ა. გოკიელოვი იღებდა კანისა და ვენსნეულებათა, შინაგანი ორგანოების და ნერვოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდე.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი ნოე კახიანი იმავე განყოფილების მე-6 ხარისხის მოხელედ დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ეკატერინე შიუკაშვილი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი იონა წიგნაძე საკუთარი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ლევან მელიქიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის განკარგულებით აზნაური გაბუნია ქუთაისის გუბერნიის საგლეხო სამმართველოს ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების აზნაურობის წარმომადგენლად დანიშნეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 6 მაისს თავადი გრიგოლ მაყაშვილი თავადაზნაურობის შეკრებაზე ხელმეორედ აირჩიეს თელავის მაზრის მარშლად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ბესარიონ ჩომახიძე დიდი ჯიხაის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ქალაქისთავად აირჩიეს თავადი იასონ თუმანოვი.