საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15422

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1954

ტიპი: თანამდებობა

1954-1960 წლებში სიმონ ჩიქოვანი რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს“.

1954

ტიპი: თანამდებობა

1954 წელს ალექსანდრე კავკასიძე კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში.

1953

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძის კანდიდატურა „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინეს.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლის აგვისტოში ბ. კორძაია გერმანიაში არსებული „ამერიკული კომიტეტის“ კადრების უფროსის კონსტანტინე კრომიადის თანაშემწედ დანიშნეს.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების“ განყოფილების გამგე.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952-1955 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან აკაკი გაწერელია იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან დიმიტრი ბენაშვილი იყო მეცნიერებათა აკადემიის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების გამგე.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან ვლადიმერ გოლოევი იყო სამხრეთ ოსეთის სახელგამის დირექტორი.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ანასტასია აგლაძე იყო ჟურნალისტი გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წლისთვის გიორგი ლეონიძე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის, პრეზიდიუმისა და სამდივნოს წევრი და ერთ-ერთი მდივანი.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1973 წლებში სერგი ჭილაია იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1964 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი იყო საქართველოს ლიტფონდის დირექტორი.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს ივანე პაპასკირი იყო აფხაზური გამოცემის რედაქტორი.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს კარლო კალაძე იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს ივანე პაპასკირი იყო „სახელგამის“ აფხაზური გამოცემების რედაქტორი.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950-1952 წლებში ანდრო თევზაძე იყო სახელგამის რედაქტორის მოადგილე.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წლიდან ილია კაჩმაზოვი იყო ჟურნალ „ფიდიოუგის“ პასუხისმგებელი მდივანი თბილისში.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლის სექტემბერში გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში არსებულ ქართულ კოლონიაში მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წელს, იან რუდოლფ მაევსკის სიკვდილის შემდეგ, პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაურობა ვანო ბაქრაძეს დაევალა.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლიდან ლევან ასათიანი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად.