რეგისტრირებული ფაქტები15422
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1948
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1948 დან 1950 წლამდე იგი იტალიაში ცხოვრობდა როგორც „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის სამხედრო მრჩეველი გენერალ-ლეიტენანტის ხარისხით. ეს ორგანიზაცია რომში იყო როგორც „არაბთა ლიგის“ მიერ დაფინანსებული კერძო დაწესებულება.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წელს სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა განყოფილების გამგედ გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქციაში.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს ვიქტორ გაბესკირია იყო საქართველოს მწერალთა კავშირის დრამატულ სექციაში დრამსექციის თავმჯდომარე.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს ბესარიონ ჟღენტი იყო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947-1948 წლებში ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ განყოფილების გამგე.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947-1952 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წლიდან ელიზბარ ზედგინიძე მუშაობდა ლიტმუშაკად რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებში.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს რსსრ უმაღლესი სკოლების პროფკავშირის პრეზიდიუმის წევრად.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1952 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1950 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1951 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე სოხუმში.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე პაპუნა წერეთელი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945-1948 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო ხელოვნების სახლის დირექტორის მოადგილე.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945-49 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.