საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა, სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 1-ელ ივნისს მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე ქუთაისში სამრევლო სკოლების მასწავლებლებისთვის დაარსებულ კურსებზე გალობის მასწავლებლად მიიწვიეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხაილოვის ქუჩა N 149-ში, ი. ა. გოკიელოვი იღებდა კანისა და ვენსნეულებათა, შინაგანი ორგანოების და ნერვოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი ნოე კახიანი იმავე განყოფილების მე-6 ხარისხის მოხელედ დანიშნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ეკატერინე შიუკაშვილი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი იონა წიგნაძე საკუთარი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ლევან მელიქიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის განკარგულებით აზნაური გაბუნია ქუთაისის გუბერნიის საგლეხო სამმართველოს ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების აზნაურობის წარმომადგენლად დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადი გრიგოლ მაყაშვილი თავადაზნაურობის შეკრებაზე ხელმეორედ აირჩიეს თელავის მაზრის მარშლად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ბესარიონ ჩომახიძე დიდი ჯიხაის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ქალაქისთავად აირჩიეს თავადი იასონ თუმანოვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 24 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქალაქ ფოთის განვითარების კომისიის შემადგენლობა, რომელშიც წევრებიც იყვნენ: თავადი სვიატოპოლკ-მირსკი (კომისიის თავმჯდომარე), ინჟინერიის პოლკოვნიკი გარსევანოვი, გრაფი ვლადიმერ ლევაშოვი და ქალაქისთავი ს. ხ. ლაზარევიჩი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ინჟინერ-პორუჩიკი თარხან-მოურავიქუთაისის სამოქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის სასამართლოს მოხელე სერაფიმოვიჩი ახალციხის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 8 ივნისს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ამიერკავკასიის საზოგადო პრიკაზის კონტროლიორი გოლუბცოვი ამავე პრიკაზის დირექტორად დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ვახტანგ გურამიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 1-ელ მარტს შტატს გარეთ მყოფი კოლეგიის მრჩეველი ტარსაიძე ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს VIII კლასის საქმის მწარმოებლად დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია თელავის მაზრიდან.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსე ქიქოძე, აკაკი წერეთელი და დიმიტრი ჯანაშვილი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ სახელმწიფო მრჩეველი მიხეილ ჭილაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის გამგებლის თანაშემწე ჟდანოვი რაჭის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ბაქრაძე, ანტონ ფურცელაძე და გიორგი იოსელიანი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.