საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15422

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს წევრი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მარიამი თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი აირჩიეს თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარის ამხანაგად.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1941 წლებში ანდრო თევზაძე იყო „ოქტომბრელის“ პასუხისმგებელი მდივანი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ბიძინა ქუთათელაძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი და კონსტანტინე კიკვიძე ლიუკენვალდის ოფიცერთა ბანაკში მსახურობდნენ.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ალექსანდრე კობიაშვილი, მიხეილ ივანეს ძე კვალიაშვილი და ვიტალი უგრეხელიძე ლიუკენვალდის ოფიცერთა ბანაკში მსახურობდნენ.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1945 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის განყოფილების გამგე იყო.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლის 16 იანვარს ქრისტინე შარაშიძე მიიღეს საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატაში წიგნის დაცვის განყოფილების მთავარი ბიბლიოგრაფის თანამდებობაზე.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1943 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის ასსრ სახელგამის ლიტმუშაკად, შემდეგ კი დირექტორად.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს ლავროსი კალანდაძე აირჩიეს თბილისის ერთ-ერთი რაიონული საბჭოს დეპუტატად.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან ლევან ასათიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოსტუდიაში სასცენარო განყოფილების კონსულტანტად.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1943 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის ასსრ სახელგამის ლიტმუშაკად, შემდეგ კი დირექტორად.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან ლევან ასათიანმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა ლიტერატურული მუზეუმის ორგანოს „ლიტერატურული მატიანე“.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლამდე პარიზში ყოფილი იუნკრის, დოლიკა ვაჩნაძის ხელმძღვანელობით „იუნკერთა კავშირის“ დაარსებული ჟურნალის, „მხედრის“ 15 ნომერი გამოვიდა.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი მაიორის ჩინით ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში მსახურობდა.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1944 წლებში ირაკლი აბაშიძე საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1948 წლებში კლიმენტი გოგიავა იყო ჟურნალ „ბოლშევიკის“ ლიტმუშაკი თბილისში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში სერგი ჭილაია მუშაობდა სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის სექციის გამგედ.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოლონეთის არმიის მე-15 პოლკის ესკადრონის მეთაური იყო.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე სოხუმში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1948 წლებში ილია კაჩმაზოვი იყო სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის მასიური სექტორის გამგე ცხინვალში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წელს ილია კაჩმაზოვი იყო ცხინვალის რუსული სკოლის მასწავლებელი.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პასუხისმგებელი მდივანი.