საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში იტალიის ელჩ ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მათ ევროპაში რუსი მონარქისტების გააქტიურიების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონსტანტინე კრომიადის, პეტრე გლაზენაპისა და ივანე ჩუხნოვის მხრიდან აქტიურობა შეინიშნებოდა. ამერიკაში კი ალექსანდრე კერენსკი აქტიურობდა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 12 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გრეტა მაღლაკელიძეს მამის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წელს გაიოზ მაღლაკელიძე სამსახურის გამო დიუსელდორფიდან საცხოვრებლად შტუტგარდში გადავიდა. რუპოლდინგში მყოფ ვამეხ მაღლაკელიძეზე კი გრეტა მაღლაკელიძე ზრუნავდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძეს ჰყავდა მეუღლე, მარიამ სოლომონის ასულ ხაინდრავა და შვილები: ნინო, დაბადებული 1908 წლის 17 მარტს, ვალენტინა – 1909 წლის 28 მარტს, მარგარიტა – 1910 წლის 15 აგვისტოს, სამსონი – 1915 წლის 15 იანვარს, ქსენია – 1916 წლის 24 იანვარს და თინათინი – 1917 წლის 18 თებერვალს.

1961

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1961 წლის 12 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მსოფლიო ომის წინ პარიზში ცხოვრობდა და ამ ქალაქის სიყვარულს თბილისთან აიგივებდა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი მეგობრის შვილს საბჭოთა ექიმები ვერაფრით შველიდნენ. სთხოვა, გერმანიაში კარგ პროფესორთან ეკითხა, ეპილეფსიით დაავადებული მოზარდისთვის როგორ უნდა ემკურნალათ.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ მიუნხენში გაიოზ მაღლაკელიძეს დირექტორთა სამმართველოს წევრობა მიულოცა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე დაოჯახებულია. მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული დაიბადა ხიკლისს 1872 წელს. შვილები-ისააკი დაიბადა 1900 წლის 2 სექტემბერს, ლუარსაბი 1904 წლის 2 იანვარს, შალვა 1907 წლის 7 სექტემბერს. უფროსი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში, დანარჩენი ზესტაფონის გიმნაზიაში მამის ხარჯზე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს გრეტა მაღლაკელიძეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მათი ნათესავისთვის გერმანიიდან დამამშვიდებელი წამალი „არტანე“ გაეგზავნა.

1959

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1959 წლის 27 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და შეატყობინა, რომ 1500 წლის თავზე გამოსული „თბილისის ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ გაუგზავნა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის 26 ივლისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს „ქართლის ცხოვრება“ გაუგზავნა და სთხოვა, რომ აუცილებლად წაეკითხა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის 10 აგვისტოს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ბენია მაღლაკელიძის მეუღლისთვის საჭირო წამალი ეშოვა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 26 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას სოფელ დიხაშხოში მოიძიებდა. დაჰპირდა, რომ ზოგიერთი ადგილის ფოტოსურათს გაუგზავნიდა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის 10 თებერვალს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ გერმანიიდან ლადო მაღლაკელიძისთვის პროთეზი გაეგზავნა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის აპრილში თბილისიდან ბენია მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების დასახელება გაეგო და მისთვის გაეგზავნა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის 15 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ლადო მაღლაკელიძე გერმანიაში მას თავად გაუგზავნიდა პროთეზის ფულს.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის იანვარში გაიოზ მაღლაკელიძემ შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა და ვამეხ მაღლაკელიძეები დღესასწაულებზე მიუნხენიდან მასთან იყვნენ სტუმრად ჩასულები. ასევე აცნობა, რომ ახალი სამსახური იპოვა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 25 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ლადო მაღლაკელიძეს ორივე ფეხის პროთეზი სჭირდებოდა. მას პროთეზულ-ორთოპედიული ცნობა გაუგზავნა და სთხოვა, გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა გერმანიიდან პროთეზის თბილისში გაგზავნა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 18 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 60 ამპულა „პადუტინი“ მიიღო, რისთვისაც ლადო მაღლაკელიძემ მას მადლობა გადაუხადა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 11 სექტემბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ლადო მაღლაკელიძისთვის გერმანიიდან განგრენის წამალი „პადუტინი“ გაეგზავნა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ეგნატე ინგოროყვამ მე-10 საუკუნით დათარიღებული ქართული ნოტები გაარჩია.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარი მე-11 საუკუნიდან იყო საქართველოში. იმ ეპოქაში მოღვაწე მხატვრის მიქელ მაღლაკელიძის შესახებ სტატია მოსკოვში გამოცემულ ჟურნალ „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში“ იყო გამოქვეყნებული.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 16 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ფრაუ შნეიდერს მისი ოჯახის მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა.