საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიევი ლაზარე ტურიევის ძმა იყო.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე გაიცნო.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.

1872

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1872 წლის Кавказский календарь-ის მიხედვით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო მარია ალექსანდრეს ასული ფონ ჰესენ-დარმშტატი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის ჰოფმაისტერის, კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერის მეუღლე იყო ელენე ვასილის ასული რებინდერი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი იყო დავითი ბატონიშვილი.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე იყო ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე-დადიანი.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, მოსე ტერ-სტეფანიანს გადაუხადა მადლობა, იმის გამო, რომ მან უფასოდ გასცა თავისი მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.

1864

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე შეხვდა თავის ქვისლს, დიმიტრი სტაროსელსკის.

1863

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.

1862

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1862 წელს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება გააფორმა სტამბის მფლობელ ამბარცუმ ენფიანჯიანცთან, რომელსაც 1 ნოემბრიდან უნდა დაეწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.

1859

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1859 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გაიცნო გენერალ ილია ჩაიკოვსკის ოჯახი.

1858

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1858 წელს პეტერბურგში ყოფნისას ილია ჭავჭავაძე გიორგი XII-ის რძალს, ელენე ამილახვარ-გრუზინსკაიას ესტუმრა.

1857

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.

1850

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1850 წელს ილიას მამამ, გრიგოლ ჭავჭავაძემ მოიყვანა მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითი ასული (შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი).