საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1961

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1961 წლის 12 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მსოფლიო ომის წინ პარიზში ცხოვრობდა და ამ ქალაქის სიყვარულს თბილისთან აიგივებდა.

1962

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1962 წელს სიმონ კობიაშვილის ქალიშვილი მაიკო, პროფესიით ინჟინერი, ამერიკაში მცხოვრებ რუს თავადს, შერემეტიევს გაჰყვა ცოლად.

1965

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1965 წელს პლატონ თაყაიშვილი მეუღლესთან, იანინა თაყაიშვილთან ერთად პოზნანში, ფ. ნოვოვიესკის ქუჩა №22/24-ში ცხოვრობდა.

1966

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1966 წელს დის, თამარ წერეთლის თხოვნით დაიწყო კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძის საქმის ხელახალი გამოძიება. წერილიდან ირკვევა, რომ გამყრელიძე დაიჭირეს თბილისთან ახლოს 1923 წელს. თუ რა ბედი ეწია მას, დამ არაფერი იცოდა.1966 წელს კი შეიტყო, რომ კონსტანტინე ციმბირში გადაასახლეს და მოინდომა მისი მისამართის გაგება.

1967

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვას იასონ გელოვანი უყვარდა. ვარლამოვამ მშობლებთან საკუთარი გრძნობის გამჟღავნება ვერ გაბედა.

1967

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1967 წლის 28 ივნისს იასონ გელოვანმა სვანეთში მასწავლებლად წასული ლიზა ვარლამოვა მოიტაცა.

1967

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ იასონ გელოვანმა ლიზა ვარლამოვას დაქორწინება დაქვრივების შემდეგაც ვერ შესთავაზა.

1969

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.

1972

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.