საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 10 აპრილის ჟურნალ „მოგზაურის“ მიხედვით, არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძის შვილები იყვნენ.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 10 აპრილის ჟურნალ „მოგზაურის“ მიხედვით, ნინო ნიკოლაძე ივანე ზურაბიშვილის მეუღლე იყო.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.

1911

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილი 1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის დამატებაში თითო თუმნის ოდენობის ყოველთვიურ შემწეობას უნიშნავს თბილისში, ვერაზე, მცხოვრებ თავის ღრმად მოხუცებულ რძალს – პელაგია გაბრიელის ასულ გოგებაშვილისას, რომელზეც მოანდერძე სიცოცხლეშიც ზრუნავდა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ის მას როგორც კარგ ნაცნობს ისე სწერდა და დარიგებას სთხოვდა მას საზოგადოების ზუდიდის განყოფილების მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. ფაღავამ შეატყობინა მთავარი გამგეობის მდივანს, რომ ზუგდიდელებმა ადგილობრივი განყოფილების გახსნა სწორედ მისი იმედით ითავეს.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. წერილში ფაღავამ გულითადად მოიკითხა იგი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა მის ოჯახს. ასევე დაინტერესდა, დაამთვარა თუ არა ბურჯანაძის უფროსმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლე იყო ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1912 წლის 17 იანვრის სხდომიდან ვიგებთ, რომ ბიძინა წულაძე იყო აპოლონ წულაძის ვაჟი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 24 თებერვალს Სიმონ ბადურაშვილმა სერგო კლდიაშვილს წერილი მისწერა და სთხოვა, სილოვან ხუნდაძისთვის ეკითხა, მიიღო თუ არა მან გაგზავნილი ლექსი და აპირებდა თუ არა მის დაბეჭდვას.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილმა თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში დაბანდებული 2000 მანეთი ანდერძით გაუნაწილა დისწულის ვაჟს, მანჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ კონსტანტინე კასრაძეს (600 მან.), ძმისწულებს – ალექსანდრე ანდრიას ძესა (600 მან.) და შალვა ზაქარიას ძეს, კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტს (800 მან.).

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოდგენილი საკითხიდან ვიგებთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილის მეუღლე იყო ჰანრიეტა ფრენუა-დეკანოზიშვილისა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილის დისწულის – ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას – განცხადებით, ბიძამისი ბევრ ხელმოკლე ნათესავს უმართავდა ხელს, მათ შორის იყო მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრიაც, რომლის გიმნაზიაში სწავლის საფასურს იაკობი იხდიდა, რადგან ოჯახის უფროსის – ქ. გორის თვითმმართველობის მოსამსახურის მიხეილ გიორგის ძე ახალბედაშვილის – 45 მანეთიანი მცირე ჯამაგირით ეს შეუძლებელი იყო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 25 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ დავით სიმონის ძე ღოღობერიძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ძმისშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილი იყო კონსტანტინე კასრაძე.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი იყო შალვა გოგებაშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა საიდანაც ვიგებთ, რომ არისტოკლე რამინიშვილის მამა იყო მღვდელი დომენტი რამინიშვილი.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წელს გიორგი ლეონიძის მასწავლებლები იყვნენ შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და ვასილ ბარნოვი.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გიორგი ლეონიძე მოხვდა ვასილ ბარნოვის მოსწავლეთა რიცხვში.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჟურნალ „ოქროს ვერძთან“ თანამშრომლობას სთავაზობდა.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას მისწერა, რომ ჟურნალ „ოქროს ვერძში“ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემთხვევაში ლექსის ერთ სტრიქონში ხუთ კაპიკს გადაუხდიდნენ, ხოლო მოთხრობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე შეუთანხმდებოდნენ.