საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ „ოქროს ვერძის” პირველი ნომერი 12 მაისს უნდა გამოსულიყო.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წლის 29 იანვარს ტიციან ტაბიძემ გიორგი მუმლაძეს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა და შალვა დადიანის მისამართის გაგებაში დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წელის 13 აპრილს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირეჯიბმა ფილარმონიის დარბაზში პატარა კონცერტი გამართა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წელს, როცა რუსეთის საელჩოს ხარჯით ლონდონიდან საქართველოში ბრუნდებოდა პარიზელ ქართველებთან ერთად, მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ დ. კოპალეიშვილი და პ. იაშვილი, რომლებმაც დაიწყეს დავა საელჩოსთვის ვალის გადახდაზე. იაშვილს ეჭვი შეეპარა კოპალეიშვილის ვალის გადახდაზე, დაიწყეს ერთმანეთის ლანძღვა და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, სანამ სხვები არ ჩაერივნენ და არ შეახსენეს, რომ მათთან ერთად ქალი (კატო მიქელაძე) იმყოფებოდა. გაბრაზებული იაშვილი მანქანიდან გადმოხტა, რის შემდეგ დ. კოპალი დაწყნარდა. საელჩოს ვალი კი ყველას გადაუხდელი დარჩა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს ქუთაისიდან გაუგზავნა წერილი, სთხოვდა, თბილისში გაგზავნილი ალმანახ „ცისფერი ყანწების“ 300 ეგზემპლარი თითო 9 შაურად გაეყიდათ.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 10 ნოემბერს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ელენე დარიანის ლექსების გამოქვეყნებას ქუთაისელი მკითხველის დიდი აღშფოთება მოჰყვა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 10 ნოემბერს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, რომლითაც ატყობინებდა, რომ მან შეძლო ახალგარზრდა ქუთაისელი ხელოვანების შემოკრება და მათთან ერთად ალმანახ „ცისფერი ყანწების“ გამოცემას გეგმავდა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 15 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ალმანახისათვის ლექსის გაგზავნა სთხოვა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წელს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, რომლითაც ატყობინებდა, რომ მიიღო მისი წერილები და ჰპირდებოდა, რომ ერთმანეთს მალე შეხვდებოდნენ და ერჩევნა ეს შეხვედრა ქუთაისში შემდგარიყო.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 21 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იაკობ ფხაკაძეს და ფულის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის იანვარში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დროულად შეეკვეთა ალმანახ „ცისფერი ყანწების“ საბეჭდი ლიშეები და დამზადებისთანავე გაეგზავნა ქუთაისში, გამომცემელ კვიცარიძის სტამბაში.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა, სთხოვდა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ თითო ეგზემპლარი გაგზავნას შემდეგი გაზეთებისთვის: „სახალხო“, „თანამედროვე აზრი“, „Кавказская речь“ და „Закавказское слово“.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 29 ნოემბერს შალვა აფხაიძემ პეტერბურგიდან მისწერა წერილი სანდრო ცირეკიძეს და თავისი ავადმყოფობის ამბავი შეატყობინა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, გუბერნიას შეატყობინეს, რომ სვირის სადგურის უფროსს, ყიფიანს ბინაზე მიუვარდა უბნის კომისარი ბუიღლიშვილი და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, თან მთელი ოჯახის დატუსაღებით დაემუქრა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, იგი 12 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო სამხედრო საქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სამხედრო მეთაური, მათ შორის გენერალი მაზნიაშვილი, თვლიდა, რომ გედევანიშვილი რიგიანად ვერ გაუძღვებოდა შტაბის უფროსის მოვალეობებს.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წელს იოსებ დათაშვილი წითელ არმიაში კონდუქტორად (უფროს უნტერ-ოფიცრად) მსახურობდა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

წიგნის „დუშეთის აჯანყება 1918 წელი“ მიხედვით, ნადია ჩილინდრიშვილი ვასო ჩილინდრიშვილის და იყო.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წელს პორუჩიკი გაჩეჩილაძე დანიშნული იყო ბ. გოგიჩაიშვილზე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.