საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს დავით ერისთავმა წერილობით ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავება ურჩია, რათა ისიც სომეხ ვაჭრებს არ ჩაეგდოთ ხელში.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან წერილობით შეატყობინა თავის ცოლს, ოლღას, რომ ბანკის საქმეების გაჭიანურების გამო ისევ ვერ ახერხებდა თბილისში დაბრუნებას.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 24 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მაკრინე სულხანიშვილი ალექსანდრე ორბელიანის დედა იყო.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული მაღალაშვილისა და ლუარსაბ მაღალაშვილი ცოლ-ქმარი იყვნენ.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს წერილობით სთხოვა, რომ მასთან მისულიყო.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, ნინო გრიგოლის ასული ლეონიძისა და სოლომონ ლეონიძე ცოლ-ქმარი იყვნენ.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე და ნიკოლოზ ლეონიძეები სოლომონ ლეონიძის შვილები იყვნენ.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ელ. ბარიატინსკისა ალექსანდრე ბარიატინსკის მეუღლე იყო.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანისგან სამადლობელი წერილი მიიღო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისას დედა იყო სალომე სოლომონის ასული სიდამონ-ერისთავი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისა და-ძმანი იყვნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 17 იანვარს ვარლამ ჭილაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძესთან დადო ხელშეკრულება მისი ნაწერების გამოქვეყნების შესახებ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კ. და ს. პაპოვები იყვნენ ძმები.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, და-ძმანი იყვნენ მძინაროვები.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო ანასტასია ევსევის ასული ჩოლოყაშვილი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის ძმები იყვნენ ბიძინა და აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილები.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია მელიქ-ახნაზაროვი გუბერნიის მრჩევლის შვილი იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს თხოვნით მიმართავდა, რომ ძმად მიაჩნდა და ძმური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც ყველასთვის კარგი ამბავი იქნებოდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თავადის ასულის ათინაიდა ნიჟარაძის მეუღლე იყო ოტია ვახტანგის ძე ნიჟარაძე.