საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მათი ნათესავისთვის გერმანიიდან დამამშვიდებელი წამალი „არტანე“ გაეგზავნა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 16 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს გრეტა მაღლაკელიძეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე დაოჯახებულია. მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული დაიბადა ხიკლისს 1872 წელს. შვილები-ისააკი დაიბადა 1900 წლის 2 სექტემბერს, ლუარსაბი 1904 წლის 2 იანვარს, შალვა 1907 წლის 7 სექტემბერს. უფროსი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში, დანარჩენი ზესტაფონის გიმნაზიაში მამის ხარჯზე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ მიუნხენში გაიოზ მაღლაკელიძეს დირექტორთა სამმართველოს წევრობა მიულოცა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი მეგობრის შვილს საბჭოთა ექიმები ვერაფრით შველიდნენ. სთხოვა, გერმანიაში კარგ პროფესორთან ეკითხა, ეპილეფსიით დაავადებული მოზარდისთვის როგორ უნდა ემკურნალათ.

1961

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1961 წლის 12 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მსოფლიო ომის წინ პარიზში ცხოვრობდა და ამ ქალაქის სიყვარულს თბილისთან აიგივებდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძეს ჰყავდა მეუღლე, მარიამ სოლომონის ასულ ხაინდრავა და შვილები: ნინო, დაბადებული 1908 წლის 17 მარტს, ვალენტინა – 1909 წლის 28 მარტს, მარგარიტა – 1910 წლის 15 აგვისტოს, სამსონი – 1915 წლის 15 იანვარს, ქსენია – 1916 წლის 24 იანვარს და თინათინი – 1917 წლის 18 თებერვალს.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წელს გაიოზ მაღლაკელიძე სამსახურის გამო დიუსელდორფიდან საცხოვრებლად შტუტგარდში გადავიდა. რუპოლდინგში მყოფ ვამეხ მაღლაკელიძეზე კი გრეტა მაღლაკელიძე ზრუნავდა.

1960

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1960 წლის 12 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გრეტა მაღლაკელიძეს მამის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში იტალიის ელჩ ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მათ ევროპაში რუსი მონარქისტების გააქტიურიების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონსტანტინე კრომიადის, პეტრე გლაზენაპისა და ივანე ჩუხნოვის მხრიდან აქტიურობა შეინიშნებოდა. ამერიკაში კი ალექსანდრე კერენსკი აქტიურობდა.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1891

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო მაცხოვრის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ გადასცა.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 3 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი, ხოლო ვასილ და დავით როინაშვილები იყვნენ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილები.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. აღნიშნული სხდომიდან ვიგებთ, რომ ვასილ ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1912 წლის 17 იანვრის სხდომიდან ვიგებთ, რომ ბიძინა წულაძე იყო აპოლონ წულაძის ვაჟი.

1911

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილი 1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის დამატებაში თითო თუმნის ოდენობის ყოველთვიურ შემწეობას უნიშნავს თბილისში, ვერაზე, მცხოვრებ თავის ღრმად მოხუცებულ რძალს – პელაგია გაბრიელის ასულ გოგებაშვილისას, რომელზეც მოანდერძე სიცოცხლეშიც ზრუნავდა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილმა თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში დაბანდებული 2000 მანეთი ანდერძით გაუნაწილა დისწულის ვაჟს, მანჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ კონსტანტინე კასრაძეს (600 მან.), ძმისწულებს – ალექსანდრე ანდრიას ძესა (600 მან.) და შალვა ზაქარიას ძეს, კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტს (800 მან.).

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილის დისწულის – ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას – განცხადებით, ბიძამისი ბევრ ხელმოკლე ნათესავს უმართავდა ხელს, მათ შორის იყო მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრიაც, რომლის გიმნაზიაში სწავლის საფასურს იაკობი იხდიდა, რადგან ოჯახის უფროსის – ქ. გორის თვითმმართველობის მოსამსახურის მიხეილ გიორგის ძე ახალბედაშვილის – 45 მანეთიანი მცირე ჯამაგირით ეს შეუძლებელი იყო.