საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილმა მეორე კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 24 ნოემბერს საქალებო ინსტიტუტში გაანაწილეს სტიპენდიები. 154 მსურველიდან სტიპენდია ერგოთ ნადეჟდა ეფრემოვს, ანასტასია თაქთაქიშვილსა და მარიამ რატიშვილს.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს 16 წლის ილ. მანჯავიძე თბილისში ჩავიდა. იგი თვითნასწავლი მხატვარი იყო და თბილისის სამხატვრო სკოლაში მისაღებად შოთა რუსთაველის ნახატი მიიტანა. პედაგოგებს ნახატი მოეწონათ და მანჯავიძე სკოლაში მიიღეს.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდემ მლეთის სამრევლო სკოლის შეგირდებს სხვადასხვა საგნიდან კითხვები დაუსვა და კმაყოფილი დარჩა მოსწავლეების გამოცდით.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ახალგაზრდობა საფრანგეთში გაატარა და იქვე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ განათლება პეტერბურგის პაჟების კორპუსსა და საფრანგეთში მიიღო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძემ დაამთავრა ქუთაისის პირველი ტექნიკუმი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს გიორგი ლეონიძე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონერთა რიცხვში.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მემარცხენე მწერლობით გატაცებული გიორგი ლეონიძე გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ალექსანდრე სულავამ დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია.

1925

ტიპი: განათლება

1925-1927 წლებში ალექსანდრე სულავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუსრულებია.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა დაასრულა თბილისის პირველი ტექნიკუმი.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა სწავლა დაწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს სოლომონ ცაიშვილი მიაბარეს სამრევლო სკოლაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ლევან ასათიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს იონა მეგრელიძემ სწავლა დაიწყო სოფელ ვაკის ორკლასიან სასწავლებელში.

1907

ტიპი: განათლება

პეტრე ბახტურიძემ 1907 წელს სწავლა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.