საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იონა მეგრელიძე სწავლობდა ფოთის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის დეკემბერში იონა მეგრელიძემ წარჩინებით დაასრულა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები.

1931

ტიპი: განათლება

1931-32 წლებში იონა მეგრელიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირატურაში.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ალექსანდრე ბარამიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც დატოვეს უძველესი ქართული ლიტერატურის კათედრაზე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილ აბდურაჰიმ ახვერდოვს დაუმთავრებელი საშუალო განათლება ჰქონია.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდულ აზიზ შარიფოვი თბილისის პირველი გიმნაზიის აღზრდილი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდულ აზიზ შარიფოვი მოსკოვის კომერციული სასწავლებლის მე-2 კურსის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ აზიზ შარიფოვი თბილისის პირველი გიმნაზიიდან გადავიდა კომერციულ სასწავლებელში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილ ჰუსეინ ჰასან ზადეს გორის სემინარიის სამასწავლებლო სასწავლებელი დაუმთავრებია.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს სიმონ ჩიქოვანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს სიმონ ჩიქოვანმა სწავლა დაიწყო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს სიმონ ჩიქოვანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1936

ტიპი: განათლება

1936 წელს ალექსანდრე ბარამიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს ალექსანდრე ბარამიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსანდრე ბარამიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1920

ტიპი: განათლება

ალექსანდრე ბარამიძემ 1920 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა ხაშურში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიის ფაკულტეტზე.

1916

ტიპი: განათლება

უსახსრობის გამო 1916 წელს იონა მეგრელიძე იძულებული გახდა ფოთის უმაღლესი პირველი დაწყებითი სასწავლებლიდან გამოსულიყო და სოფელში დაბრუნებულიყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაამთავრა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ კერას საქართველოში.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს სოლომონ ცაიშვილმა დაამთავრა ცაიშის სამონასტრო ორკლასიანი სკოლა და შევიდა საეკლესიო-სამასწავლებლო სასწავლებელში.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ივანე პაპასკირმა დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ივანე პაპასკირმა სოფელ კუტოლში დაამთავრა ორკლასიანი სკოლა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს სოლომონ ცაიშვილმა წარმატებით დაასრულა სამრევლო სკოლა და სწავლა განაგრძო სამონასტრო ორკლასიან სკოლაში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით კ. მ. ამირეჯიბს, რომლის კანდიდატურა წამოუყენებიათ სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგის თანამდებობაზე, სპეციალური განათლება მიუღია საფრანგეთში.