საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1933

ტიპი: განათლება

1933 წელს დიმიტრი ბენაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს გოგი ქარცივაძე იყო სააღმშენებლო ტექნიკუმის მეორე კურსის სტუდენტი.

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს ანდრო თევზაძე შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს აკაკი გაწერელიამ დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1931

ტიპი: განათლება

1931 წელს კარლო კალაძე სწავლობდა ქართული სიტყვიერების ფაკულტეტის ასპირანტურაში.

1931

ტიპი: განათლება

1931 წლიდან პანტელეიმონ ჩხიკვაძე სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში.

1931

ტიპი: განათლება

1931-32 წლებში იონა მეგრელიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირატურაში.

1931

ტიპი: განათლება

1931-1933 წლებში ილია კაჩმაზოვი იყო პეტერბურგის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენო ხელოვნების სტუდენტ-მსახიობი.

1930

ტიპი: განათლება

1930-1933 წლებში ლავროსი კალანდაძე სწავლობდა ლიტერატურის წითელ პროფესურის ინსტიტუტში.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს ანდრო თევზაძემ დაამთავრა სამტრედიის საშუალო ათწლიანი სკოლა.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს მარიკა მიქელაძე შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დაუსწრებელ სექტორზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას სწავლის კურსი გაუვლია ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მოსე ჯანაშვილმა, კახის სამრევლო სკოლისა და ზაქათალის სამაზრო სასწავლებლის შემდეგ, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილი სასწავლებლად გადავიდა მოსკოვში ჟურნალისტიკის ინსტიტუტში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილმა დაამთავრა ონის საშუალო სასწავლებელი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1929

ტიპი: განათლება

1929-1931 წლებში კლიმენტი გოგიავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს კლიმენტი გოგიავამ დაამთავრა ფოთის საშუალო სასწავლებელი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმა გიორგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1928

ტიპი: განათლება

1928 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ბორჯომიდან ბახვში გაგზავნილი წერილით მშობლებს შეატყობინა, რომ ერთი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, ერთს ორშაბათს აბარებდა და რჩებოდა შედარებით სერიოზული ორი გამოცდა.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.