საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2639

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი სასწავლებლად ლოჭინში წავიდა იქაურ მიწათმოქმედების სკოლაში.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს შეუსწავლია ხუცური.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის დროს ივანე როსტომაშვილი სწავლობდა ფოტოგრაფიას, რაზეც თავის მცირე ჯამაგირს ხარჯავდა.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს კლიმენტი გოგიავამ დაამთავრა ფოთის საშუალო სასწავლებელი.

1929

ტიპი: განათლება

1929-1931 წლებში კლიმენტი გოგიავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1928

ტიპი: განათლება

1928-1933 წლებში იოსებ ფაღავა სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1933

ტიპი: განათლება

1933-1934 წლებში იოსებ ფაღავა სწავლობდა საქართველოს პროფმოძრაობის ერთწლიან სკოლაში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის შემოდგომაზე იუნკერთა სკოლის 5 სტუდენტი – გიორგი ოდიშელიძე, კუკური თოხაძე, ცხენოსანი ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი და ალექსანდრე ჯინჭარაძე – საფრანგეთში, სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში, სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრნენ.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს საბერძნეთის სამხედრო სკოლაში სასწავლებლად გაგზავნილი ჯგუფი 13 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ: არტილერისტები – დავით ლაღიძე და ვლადიმერ ლაღიძე, ცხენოსნები – დიმიტრი ლაღიძე და სვიმონ კობიაშვილი, „საპიორი“ ვლადიმერ ციბაძე, ილარიონ ლობჟანიძე და ა. შ.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს საბერძნეთის სამხედრო სკოლაში მივლინებულთა ჯგუფი 13 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ: არტილერისტები – ლადო მახარაძე, პროკოფი აბულაძე და შოთა ნიკოლაძე, ცხენოსანი ფარნაოზ ნაცვლიშვილი, ჯარისკაცები – ნიკოლოზ მათიკაშვილი და ივანე ნანუაშვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილმა იუნკერთა სკოლაში დაიწყო სწავლა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 13 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევმა პირობა დადო, რომ გორის სასულიერო სკოლისთვის კარადებს შეიძენდა, რადგან შენობის ის ნაწილი, სადაც წიგნები ინახებოდა, დაიწვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 25 აპრილს გალაკტიონ ტაბიძემ კონსტანტინე მაყაშვილს წერილი გაუგზავნა თხოვნით, შუამდგომლობა გაეწია მისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიის დანიშვნაზე ან ერთდროულ დახმარებაზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ საზოგადოების მთავარი განყოფილებისთან აღძრა შუამდგომლობა გალაკტიონ ტაბიძისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან თევზაძემ თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1945

ტიპი: განათლება

1945 წელს მარიამ ბარათაშვილმა დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის უნივერსიტეტის დაუსწრებელ პედსექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1935

ტიპი: განათლება

1935 წელს ვარლამ ჟურულმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკუტეტი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს ბონდო კეშელავამ დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი.

1934

ტიპი: განათლება

1934-1936 წლებში ბონდო კეშელავა სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს სოლომონ ხუციშვილი შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ მალე რევოლუციამ ეს სასწავლებელი გააუქმა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა გორის საშუალო სასწავლებელი.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს სოლომონ ხუციშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1936

ტიპი: განათლება

1936 წელს სოლომონ ხუციშვილი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.