საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს აბელ მაყაშვილმა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია დაასრულა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი თოფურიამ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პირველ კლასში გადავიდა.

1878

ტიპი: განათლება

1878-85 წლებში ისიდორე რამიშვილი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შევიდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორ ივანე კუვშინსკის ქართველი ყმაწვილების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, სასწავლებელში მათი მცირე რაოდენობა ირიცხებოდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წლის 26 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი ზაქარიას ძე რატიევი გერმანიაში მხატვრობის შესასწავლად გაემგზავრა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზახაროვი ინსტიტუტში ალექსი მაჭავარიანის მიერ შედგენილი ნოტების შემოტანასა და სწავლებას გეგმავდა.

1879

ტიპი: განათლება

სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს დიმიტრი ხოშტარია ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გიმნაზიის გამოცდებს და სასწავლო წლის გამეორება მოუწია.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში სწავლობდა.

1880

ტიპი: განათლება

ა. ნანეშვილი იყო პეტერბურგის მედიკო-ქირურგიული აკადემიის სტუდენტი.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჟენევის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წლის განმავლობაში ისწავლა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სამეურნეო განათლება მიიღო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დაბადებულმა პავლე ჯაფარიძემ პირველდაწყებითი განათლება ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილი მოსკოვში გადავიდა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დავით კლდიაშვილი რუსეთის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა. მისი აზრით, ბავშვების აღრზდის, გონებრივი ჩამოყალიბებისა და ამავე დროს მათი გადაგვარების, ყოველივე ქართულის მივიწყების პროცესებისთვის თვალის მიდევნება მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ქართული საზოგადოებისთვის.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ვალოდია ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დედის სურვილით შევიდა.