საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამოთავისუფლდა 10 ადგილი ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს. თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ დაიბარა ლევან ნატიევი და იოსებ ფალავანდიშვილი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის ნებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ ქართველ სტუდენტებსაც, მათ შორის თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს მიხეილ ეჯუბაშვილსა და ივანე პეტროვსკის.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიაში გამოთავისუფლდა 10 ადგილი ახალი მოსწავლეებისთვის. კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს, თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ იოსებ ფალავანდიშვილი დაიბარა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მეოთხე კლასი დაასრულა.

1867

ტიპი: განათლება

1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილი თბილისის სასულიერო სემნარიაში სწავლობდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის 6 აგვისტოს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყება დააგვიანდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილისა და პედაგოგ თომა ტურიაშვილის დახმარებით სემინარიაში სახელმწიფო დაფინანსებით დაიწყო სწავლა.

1868

ტიპი: განათლება

1868-1869 წლებში სტეფანე ზარაფიშვილი სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილმა მიიღო სწავლის მოწმობის საბუთი.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 1-ელ თებერვალს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი წარმატებით დაასრულეს მარიამ მოსევიჩმა, ნადეჟდა ნაზრდიოვამ, ნინა ნესტოროვამ, იულია ცარუპამ, ოლგა ზლობინამ, ალექსანდრა ფოლკულმანმა, ლიდია ბოტიუგინამ, ელისაბედ ბაბარიკინამ, დომინიკა მერცინსკამ, ქათუია ქალანდაროვამ და მარიამ სარაჯოვამ.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი სასწავლებლად ლოჭინში წავიდა იქაურ მიწათმოქმედების სკოლაში.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს ინსტიტუტში არ ასწავლიდნენ ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში, თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა თავისით ისწავლა ქართული ენა.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში ივანე როსტომაშვილი სწავლობდა საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდგომ საოსტატო ინსტიტუტად გადაკეთდა და მიხეილის პროსპექტზე მდებარეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი არ მიიღეს ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში მიიღეს.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი თბილისის სემინარიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სტიპენდიატი გახდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე მაჩაბელმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „სწავლება ბინაზე ქუთაისში“ ქუთაისის გუბერნიაში თავად ალექსანდრე მიქელაძის თაოსნობითა და ხელშეწყობით წარმოებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს კონსტანტინე ივანეს ძე ზახაროვმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. იგი ექიმად მუშაობდა მოსკოვის საკომენდატო სამმართველოში.